in ,

ქართული კივი იაპონურ ბაზარზე გადის – „აწარმოე საქართველოში“

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შპს „არომაპროდაქტსმა“ ქართული კივი იაპონურ ბაზარზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება იაპონური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა გაზარდონ ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში.

იაპონური მხარე აპირებს აქტიური კამპანია აწარმოოს საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნეს მიმართულების, პოპულარიზაციისთვის. მოცემული კამპანიის ხელშეწყობის პროცესში, იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, სააგენტოც ჩაერთვება.

შპს “არომაპროდაქტსმა” 2021 წლის 21-25 თებერვალს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და The USAID Agriculture Program -ის მხარდაჭერით, სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად – Gulfood 2021 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

„ემირატების და საერთოდ შუა აზიის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ წარმოდგენილნი ვართ საკმაოდ მსხვილ ქსელებში.”

ვალერი გუგუშვილი, კომპანიის თანადამფუძნებელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Microsoft Mesh-ი ვირტუალური შეხვედრების მომავალია

შეგხვდება თუ არა კორონავირუსი – ვაქცინაციის შემდეგ?