კალიფორნიაში დაფუძნებულმა ორბიტალური ასამბლეის კორპორაციამ გამოაცხადა, რომ 2025 წელს პირველი კოსმოსური სასტუმროს მშენებლობის დაწყებას გეგმავს.
კოსმოსური სასტუმრო 2027 წელს გაიხსნება და ის 400 ადამიანზე იქნება გათვლილი. სასტუმროს, ასევე, კინოთეატრი, რესტორანი და სპა ექნება.
“ეს არის მზის სინქრონული პოლარული ორბიტა, რომელიც თერმულ დატვირთვას შეამცირებს და თითქმის, უწყვეტი მზის ენერგიის გენერირებას უზრუნველყოფს. იქ, ორბიტის დეგრადაციისა და კოსმოსური ნარჩენების რისკი ნომინალური იქნება.”
ობიტალური ასამბლეის განცხადებიდან
თვითგამოცხადებული მსოფლიოს ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია აღნიშნავს, რომ მგზავრებისთვის კოსმოსური სასტუმროს მოდულებსა და მილებში 11 600 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი იქნება.
წყარო: designboom.com
გაეცანით ჩვენს სიახლეებს
Loading…