in ,

The Simpsons განახლდა და მაყურებლებს ორ ახალ სეზონს შესთავაზებს

პოპულარული ანიმაციური სიტკომი The Simpsons განახლდა და მაყურებლებს 33-ე და 34-ე სეზონებს შესთავაზებს. ამით – 757 ეპიზოდით, სატელევიზიო შოუ რეკორდს მოხსნის.

The Simpsons -ის ბოლო სეზონის თითოეულ ეპიზოდს, ყველა პლატფორმაზე შვიდი მილიონი მაყურებელი ჰყავდა. რაც მხოლოდ სატელევიზიო ჩვენებასთან შედარებით 176%-იან ზრდას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 32-ე სეზონის პრემიერა, ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე ყურებადი იყო. ის ასევე Hulu-სა და Fox Now-ზეც ყველა დროის, ყველაზე ყურებადი პრემიერაა.

პოპულარული სიტკომის შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი მეთ გრონინგი მაყურებლებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

წყარო: ladbible.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

SpaceX Starship-ის მესამე „საპატიო“ მცდელობა

ჯინო დოლინის სხვა გზა არ არის

ჯინო დოლინი – „სხვა გზა არ არის“