დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს განაახლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავრცელებს.
„ვიზეარი“ მარტიდან 20 მიმართულებით შეასრულებს ფრენებს და კვირაში 45 ფრენას განახორციელებს.
მინისტრის განმარტებით, მარტის თვეში კვირაში, ჯამში, 70-მდე ფრენა შესრულდება, ხოლო ზაფხულში – 200-მდე.
გაეცანი ჩვენს სხვა სიახლეებს
Loading…