in , ,

ასომთავრული დამწერლობით შთაგონებული ქართული პროექტი Miami Ad School-ის ფავორიტია

Symbols Identity – The Beauty of Georgia ტიპოგრაფიული პროექტია, რომელმაც ასომთავრული დამწერლობა ციფრულ სამყაროში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გააცოცხლა.

პროექტის შედეგად, ქართული დამწერლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია პლაკატების, სახლის დეკორაციებისა და აქსესუარების მეშვეობით.

Venue.ge პროექტის ავტორს, ლოგოსა და ბრენდის დიზაინერს, არტ დირექტორს სოფიო ჩხენკელს გაესაუბრა.

  • მოგვიყევი, შენი ტიპოგრაფიული პროექტის შესახებ.

ლოგოების დიზაინს დიდი ხანია ვაკეთებ, მაგრამ ამასთან ერთად სულ მიყვარდა და ვხატავდი სიმბოლოებს, სხვადასხვა იდეით დატვირთულს.

3-4 წლის წინ კალიგრაფიამ გამიტაცა და ძველმა დამწერლობებმა. 

ვწერდი და ვხატავდი სხვადასხვა სიტყვას, ვკვეცავდი შემდეგ ამ სიტყვებს და ვიღებდი სხვადასხვა სიმბოლოებს.

უძველესი დროიდან დღემდე უამრავი სიმბოლოა შექმნილი, ყველას სხვადასხვა დატვირთვა და შინაარსი აქვს, მაგრამ იმ სიმბოლოების უმეტესობა, რომლებიც ადამიანების გონებაში ილექება, რაღაც მნიშვნელოვანს გვიყვება, სწორედ ეს იყო მიზანი ასომთავრული დამწერლობით სიმბოლოების შექმნის.

გამეხსენებინა ასომთავრული დამწერლობის ფორმები ყველასთვის, მაგრამ, ამავდროულად, შემექმნა ამ ძველი ასოებიდან ახალი ფორმები, რომლებიც, საქართველოზე სხვადასხვა ისტორიას მოგვიყვებოდა, ყველა შექმნილ სიმბოლოს თავისი ისტორია და შინაარსი აქვს.

ქართული დამწერლობა იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, რომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და, ვფიქრობ, რომ სხვადასხვა სახით უნდა მივაწოდოთ ხალხს ეს ფორმები, რომ თუნდაც ქვეცნობიერში არსებობდეს, ან ინტერესი გაღვივდეს მისი ამოკითხვის.

ამ სიმბოლოების შექმნის პერიოდში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის კონკურსი გამოცხადდა. ერთი გამარჯვებული იღებდა სრულ დაფინანსებას Miami Ad School-ში. დავალების იდეა პირდაპირ დაკავშირდა ჩემ პროექტთან და მალევე გადავწყვიტე ამ დაფინანსებისთვის მომერგო მთელი პროექტი და ეს სიმბოლოები ჩამოყალიბდნენ როგორც “Beauty of Georgia”. სამწუხაროდ, ეს დაფინანსება ვერ ავიღე, მაგრამ პროექტის გაგზავნიდან რამდენიმე საათში მომწერა მაიამიმ, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი პროექტი და თუ ნიკას დაფინანსებას ვერ ავიღებდი, თვითონ დამაფინანსებდნენ.

  • რა გახდა ამ პროექტზე მუშაობის შთაგონების წყარო?

ქართული დამწერლობის მრავალფეროვანი ფორმები და სიმბოლოების სიყვარული.

  • როგორ შექმენი უნიკალური ტიპოგრაფია, ახალი სიმბოლოები?

თავდაპირველად სამყაროში შეიქმნა გრიდი და ამ გრიდზე აეწყო ყველაფერი. სხვადასხვა პერიოდის ქართულ დამწერლობას ვეცნობოდი, ვქმნიდი ამ დამწერლობების გრიდებს და თან სიტყვებს ვასიმბოლოებდი.

  • რისი თქმა გსურს ამ პროექტით და რა არის შენი მთავარი მიზანი?

არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები სამყაროში, როგორიც არის დამწერლობა, დამწერლობამდე იყო სიმბოლოები, იეროგლიფები. ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს და ზოგიც სხვადასხვა აზრს ატარებს.

აზრის თავისუფლებისთვის საჭიროა ყველა სიტყვას გავუფრთხილდეთ და ჩავუღრმავდეთ და მხოლოდ ერთი მიმართულებით, აზრით არ ჩავიკეტოთ.

ცნობადობის და ინტერესის გაზრდა ქართულ დამწერლობაზე და ფასეულობების სიმბოლოებით მოყოლა არის, რის გამოც დავიწყე ეს პროექტი. გათანამედროვება გვაძლევს საშუალებას რომ ის უნიკალური და უძველესი კიდევ უფრო დიდი ხანი შევინარჩუნოთ და ახალი დატვირთვა მივცეთ.

თავისუფლება და აზრის სხვადასხვაობა არის ერთადერთი გზა, და ყველაფერი ის, რაც ძვირფასია, ხელი უნდა შევუწყოთ რომ თანამდედროეობას დაეწიოს ის ძველი და უნიკალური, რამაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რას ნიშნავს, იყო დედა და პარალელურად იყო თანამშრომელი

Wizzair-ი ფრენებს მარტის ბოლოდან 20 მიმართულებით განაახლებს