კონექტიკუტის ქუჩაში გამოფენილი ჯამი მე-15 საუკუნის ჩინური ანტიკვარი აღმოჩნდა, რომელიც მინგის დინასტიის ერთ-ერთ იმპერატორს ეკუთვნოდა.
ადამიანი, რომელმაც ის 35$-ად იყიდა, ნიუ-ორკში სოტბის აუქციონს დაუკავშირდა. მისი ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარად შეფასდა. ჯამი ლურჯ და თეთრ ფერებშია და მასზე ლოტუსის ყვავილობაა გადმოტანილი.
სოტბის აუქციონის წარმომადგენლები პიროვნების იდენტიფიკაციას ჯერჯერობით არ ახდენენ და ხაზს უსვამენ ნივთის ფასეულობას.
ჩინეთის დეპარტამენტის წარმოადგენლის McAteer-ის თქმით, მათ თავდაპირველად მიიღეს ფოტოები და ამის შემდეგ შეისწავლეს მისი წარმომავლობა. ის ფაიფურის ჯამია, რომელიც მე-15 საუკუნის კულტურისა და ხელოვნების ნიმუშია.
აუქციონი, სავარაუდოდ, 17 მარტს “აზიის კვირეულის” ფარგლებში ჩატარდება.
Loading…