in , ,

რუსეთი მთვარეზე კოსმოსური სადგურის განსათავსებლად ჩინეთთან თანამშრომლობს

რუსეთისა და ჩინეთის კოსმოსური სააგენტოების ცნობით, ქვეყნებმა „საერთაშორისო მეცნიერული მთვარის სადგურის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  

საერთაშორისო მეცნიერული მთვარის სადგური, რომელზეც რუსეთი და ჩინეთი ერთად იმუშავებენ, არის „ექსპერიმენტული კვლევითი მოწყობილობების კომპლექსი მთვარის ზედაპირზე ან მის ორბიტაზე,“ – აღნიშნავს როსკოსმოსი.

NASA-ს მსგავსად, ჩინეთი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს მთვარეზე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ჩინეთმა დეკემბერში უკვე გაგზავნა რამდენიმე რობოტული მისია კოსმოსში.

მთვარის სადგურის შეთანხმებას ხელი ვირტუალურად მოეწერა ჩინეთის კოსმოსის ხელმძღვანელ ჟანგ კეიჯანსა და რუსეთის კოსმოსის ხელმძღვანელ დიმიტრი როგოჟინს შორის.

საგულისხმოა, რომ რუსეთმა უარყო NASA-სგან „მთვარის კარიბჭეზე“ ერთობლივი მუშაობის შეთავაზება.

უცნობია, თუ რა სახის ტექნიკური ხასიათის წვლილს შეიტანს ქვეყანა ამ კოსმოსურ სამუშაოებში.

რუსეთის კოსმოსური ბიუჯეტი, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

წიგნის – „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ – ბოლო ნაწილს ივნისში გამოსცემენ

აშშ-ის საელჩოს გრანტი გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის – 2021