in ,

3D ტექნოლოგიით აშენებული სახლი $450k ღირს

წარმოგიდგენთ კომპანია  ICON-ს, რომელიც “3D-printed” ტექნოლოგიის საშუალებით მშენებლობისთვის ახალ მეთოდებს იყენებს. გიგანტური ზომის “პრინტერის” მსგავსმა ტექნიკამ ქალაქ ოსტინში, ტეხასში, უკვე ათეულობით სახლი ააშენა და ისინი საშუალოდ 450,000 ამერიკულ დოლარად იყიდება. ის ცემენტის შემცველი სპეციალური მასის – Lavacrete- ის საშუალებით თავისით აწარმოებს სამშენებლო პროცედურებს.

სახლების დიზაინის ავტორია Logan Architecture. პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი სურვილია მშენებლობის მეთოდები შეცვალონ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საზღვრებსა და მოძველებულ სტანდარტებს უკეთესობისკენ გარდაქმნის.

ცნობისთვის, ICON-ით თითოეული სახლის აშენებას 5-7 დღე დასჭირდა და მათი ფართობი 1000-დან 2000 კვადრატულ ფუტამდეა.

აღსანიშნავია, რომ პირველი მშენებლობის ნებართვა 3D-print – ით კომპანია SQ4D-მა მოიპოვა Riverhead-ში, ნიუ იორკი, რომლის ღირებულება 300,000 ამერიკული დოლარი გახლდათ.

წარმოდგენის უკეთ შესაქმნელად იხილეთ ვიდეო:

ამავე თემაზე:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„წლის დეტექტივი” – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს

10 ფილმი, რომელიც ენ ჰეთეუეის შეგაყვარებთ