კოსმეტიკური საშუალებების ცნობილი კომპანია Avon-ი ახალ ინიციატივას გვთავაზობს, სახელწოდებით „Watch me now“:
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ყველა ქალს აქვს შესაძლებლობა საკუთარი „გამარჯვების“ ისტორია სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე გააზიაროს.
პროექტი მხარს უჭერს გაეროს ქალების თანასწორობის კამპანიას და მისი მიზანია 1 მილიონი ისტორიის შეგროვება. 1 ისტორია უდრის 1 $-ს. თითოეული დოლარი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდებში, რომლებიც შექმნილია ქალების გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად.
პლატფორმა, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია; საჭიროა, მხოლოდ რუკაზე ადგილმდებარეობის მონიშვნა (ჩვენს შემთხვევაში, საქართველო), შესვლა და ისტორიის გაზიარება თანდართულ ფოტოსთან ერთად. ისტორია უნდა იყოს მაქსიმუმ 2000 სიმბოლოსგან შემდგარი, სათაური კი 35 სიმბოლოსგან. ისტორია შესაძლებელია იყოს რამდენიმე წინადადებაც კი; მთავარი აზრი არის ის, რომ გახდეთ ნებსიმიერი სხვა ქალის შთაგონების წყარო.
ქველმოქმედებაში მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე:
Loading…