Facebook-მა ახლახან წარადგინა ახალი 360-გრადუსიანი კამერა 17 ინდივიდუალური ლინზით. ის მნახველს საშუალებას აძლევს დაატრიალოს ეკრანი 360 გრადუსიანი კუთხით.
მისი შეძენა არსად არ არის შესაძლებელი, Facebook-ი კამერის სპეციფიკურ მახასიათებლებსა თუ დიზაინს ღიად და უფასოდ სთავაზობს ტექნიკოსებს.
ასე რომ, თუ დრო, ფული და ტექნიკური თვალსაზრისით „ნოუ-ჰაუს“ფლობთ, შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ.
ტექნიკის გარდა, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ Facebook პროგრამით, რომელსაც შეუძლია შეუფერხებლად დააკავშიროს კამერით გადაღებული ყველა ვიდეო Facebook-თან.
დაინტერესების შემთხვევაში, თვალი ადევნეთ ჩვენს ახალ ამბებს, დეტალები Facebook-ის ახალ გამოგონებასთან დაკავშირებით, F8 დეველოპერების კონფერენციაზე გახდება ცნობილი.
წყარო: futurism.com
იხილეთ Venue.ს სხვა ამბები
Loading…