in

Apple Maps –ზე COVID ვაქცინაციისთვის ხელმისაწვდომი ადგილები გამოჩნდება

Apple Maps –ში ვაქცინაციისთვის ახლომდებარე ლოკაციის მოძებნა უკვე შესაძლებელია და ასევე მომხმარებელს Siri –ისთვის შეკითხვის დასმა შეუძლია, თუ სად კეთდება COVID აცრა. ჯერჯერობით 20 000 –ზე მეტი ადგილმდებარეობაა ჩამოთვლილი, უახლოეს კვირებში კი უფრო მეტი დაემატება.

ვაქცინის საიტის ჩამონათვალი Apple Maps –ში სამუშაო საათებსა და საიტის საკონტაქტო ინფორმაციას მოიცავს, ვებ-საიტზე ბმულით შეძლებთ შეხვედრის დანიშვნას.

Facebook –მა გუშინ განაცხადა, რომ COVID –ის საინფორმაციო ცენტრში VaccineFinder –ის ინფორმაციას დაამატებს და მომხმარებელი შეხვედრას ბმულის საშუალებით ჩანიშნავს. COVID საინფორმაციო ცენტრი გაფართოვდება ინსტაგრამსა და  WhatsApp –ზეც.

Google ხალხს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მოძიების უფრო მეტ გზას სთავაზობს. კომპანიის განაცხადებით, მომხმარებელს Google Maps –სა და Google –ის ძებნაში ბიზნეს შეტყობინებების გამოყენება შეუძლიათ ადგილობრივ აფთიაქებთან დასაკავშირებლად.

ვიმედოვნებთ, აღნიშნული მომსახურება მალე საქართველოშიც გამოჩნდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

TINDER –ის აპლიკაცია მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს

როგორი უნდა იყოს თანასწორთა მწვრთნელი? – პრაქტიკული რჩევები