ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტების შეფასებით, COVID-19-ის ფარგლებში ყოველ 10 სამსახურებრივ გათავისუფლებაზე სამი ახალი დასაქმებული მოდის. აქედან გამომდინარე, ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ 32%-დან 42%-მდე გათავისუფლება მუდმივი იქნება.
გრძელვადიანი უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ძალები ადამიანების მომავლის სამსახურებისთვის მომზადებისკენ მივმართოთ. მომავლის სამსახური ადამიანების იმ უნარ-ჩვევებზე კონცენტრირდება, რომელთა სიმულირებაც ტექნოლოგიებს არ შეუძლიათ. ასეთებია ემპათია, პრობლემის მოგვარება, კოლაბორაცია და კომუნიკაცია. ადამიანური უნარები ორგანიზაციებს აძლიერებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „2020 წლის მომავლის სამსახურების ანგარიში“ აჩვენებს, რომ გონებამახვილობა (Mindfullness), მედიტაცია, მადლიერება, სიკეთე და მოსმენა დასაქმებულთა ტოპ 10 წამყვანი ფოკუს-სფეროა.
ადამიანური უნარების გამომუშავება სრულიად განსხვავებული სფეროა. ადამიანები ამ უნარ-ჩვევებს ცხოვრებისეულ პრაქტიკულ სიტუაციებში აღმოჩენის შედეგად ავითარებენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თანასწორთა მწვრთნელობაზე კონცენტრირება.
Peer Coaching, იგივე თანასწორთა მწვრთნელობა თანამშრომლებს თავიანთი ცოდნის განმტკიცებასა და აქტივაციაში ეხმარება, რაც სამუშაო სტრესს ამცირებს და ჩართულობას ზრდის.
თანასწორთა მწვრთნელობის დროს კოლეგები სესიების ფარგლებში ერთმანეთს კითხვებს უსვამენ, უსმენენ, იდეებს სთავაზობენ და გეგმებს აწყობენ .
მსგავსი სახის ურთიერთობა წარიმართება ჭეშმარიტად თანასწორებს შორის, სადაც არც ერთი მხარე არ წარმოადგენს „მასწავლებელს“.
ცოდნის შიგნიდან შესწავლა
მყარი და ტექნიკური უნარების გამომუშავება ექსპერტების მხრიდან ცოდნის გამჭვირვალობას საჭიროებს. ადამიანური უნარები კი უმეტესწილად შიგნიდან მოდის. საკუთარი გამოცდილებებისა და ემოციების ინდივიდუალური აღმოჩენის შედეგად.
ბევრი ადამიანისთვის მსგავსი ადამიანური უნარები თავიდანვე ხელმისაწვდომია. თუმცა, ინსტრუქტორებსაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ მათი განვითარების ხელშეწყობის საკითხში.
პოზიტიური მფრინავი ბორბლის ეფექტის შექმნა
ადამიანური უნარები თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულად ვლინდება, რაც ინდივიდის ფსიქოლოგიაზე არის დამოკიდებული.
ამ უნარების დამოუკიდებლად ვარჯიში შეუძლებელია, რადგან ბუნებით ისინი სოციალური ხასიათისაა.
თანასწორთა მწვრთნელობაც სწორედ სხვადასხვა სასწავლო საჭიროებებისთვის არის შექმნილი. ერთ საათიანი სესიის ფარგლებში მონაწილეები თანაბარი დროით საუბრობენ და უსმენენ ერთმანეთს, მესამე ადამიანის გარეშე.
ეს პროცესი ქმნის პოზიტიური მფრინავი ბორბლის ეფექტს, რომლის დროსაც სესიის მონაწილეებს შორის მიმღებლობასა და ღიაობაზე დაფუძნებული კავშირი მყარდება.
განსწავლის პროცესის დაჩქარება
სრულწლოვან ასაკამდე, ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ვისწავლეთ და გავითავისეთ ნეგატიური აზროვნებისა და ქცევის სახეები, რომლებსაც ადამიანური უნარების დაბლოკვა შეუძლია.
თანასწორთა მწვრთნელობა კი მსგავსი გამოცდილებების განსწავლის პროცესს გულისხმობს. რომლის დროსაც პარტნიორის უკუკავშირი შესაძლებლობას გვაძლევს აზროვნების ხარვეზები აღმოვაჩინოთ.
თანასწორთა მწვრთნელობა რეფლექსიის პროცესს უმიზნებს, რომელიც სწავლისა და განსწავლისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.
უკუკავშირის მიერ გაზომვა
რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს უნარ-ჩვევებს, მით უფრო იზრდებიან ისინი პიროვნულად. ყოველდღიური, ერთი ერთზე ურთიერთობა თანასწორ პარტნიორებს შორის ადამიანურ უნარ-ჩვევებს ყოველდღიურ ჩვევად აქცევს.
სესიების მონაწილეების 80% საკუთარ გეგმას მიჰყვება და თვითონვე აფართოებს სწავლის პროცესს კეთების მეშვეობით.
წყარო: sloanreview.mit.edu
Loading…