მოგონებებს არაფერი ინახავს და გვახსენებს იმაზე უკეთ, ვიდრე სურნელი. სუნის სისტემას მოგონებების მკაფიოდ გამოძახების უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ალბათ, ახალი დაჭრილი ოხრახუშის სურნელი ბებიის მომზადებულ კერძს გაგახსენებთ, სიგარის სუნი კი ბაბუასთან გატარებულ დროს მოგაგონებთ.
საინტერესოა, როგორ შეძლება სუნით მოგონებების გაცოცხლება და რატომ არის ის სხვა შეგრძნებებზე უფრო ძლიერი? ჩრდილო – დასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა კვლევა ჩაატარეს და თავსატეხი ამოხსნეს. ყნოსვის სისტემას თავის ტვინის ჰიპოკამპუსთან პირდაპირი კავშირი აქვს, რაც მეხსიერებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ნეიროვიზუალიზაციისა და ელექტროფიზიოლოგიის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პირველადი ყნოსვა არის გრძნობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰიპოკამპთან“
ამბობს მკვლევარი კრისტინა ზელანო
ყნოსვის მნიშვნელობა
ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც სუნის შეგრძნებას კარგავენ, დეპრესიას ხშირად განიცდიან. ზელანოს განცხადებით, ყნოსვის დაკარგვა სათანადოდ შეფასებული არ არის მისი ზემოქმედებით. სინამდვილეში, ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს და ბევრი ადამიანი ამ შეგრძნებას საერთოდაც არ აფასებს, ვიდრე არ დაკარგავს.
COVID-19-მა ამ მხრივ კიდევ ერთი პრობლემა წარმოქმნა. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ყნოსვის შეგრძნებას კარგავენ. თუმცა ექიმები ამის გამომწვევ მიზეზს ჯერ ვერ ხსნიან.
„COVID –თან დაკავშირებული ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის მიზეზის დასადგენად სუნის სისტემის შესწავლაა საჭირო, რომ სათანადო მკურნალობა დავნიშნოთ“
ამბობს წამყვანი ავტორი გუანგიუ ჟოუ.
და ბოლოს, რატომ არის მნიშვნელოვანი შეგრძნება ჩვენი ცხოვრებისათვის? – სუნი მეხსიერების ღრმა ნაწილია და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოგონებებთან გვაკავშირებს, ხშირად საყვარელ ადამიანებთან…
Loading…