Coursera – ონლაინ სწავლებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, რომელიც 2012 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებმა დააარსეს. მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტი (სტენფორდის, ბერკლის, ბრაუნის, ჯონ ჰოპკინსი და სხვ.), მასთან ერთად, მომხმარებელს უამრავ საინტერესო ონლაინ კურსს სთავაზობს. რეგისტრაცია უფასოა, სამუშაო ენა კი – ინგლისური.
კურსერაზე შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც ჰუმანიტარული დარგები, ისე – ტექნიკური, სამედიცინო, ბიზნესი და სხვა. 2014 წელს კურსერას სტუდენტთა რიცხვი 10 მილიონს შეადგენდა, ამ დროისათვის კი 5100-ზე მეტ კურსს მოიცავს.
ჩვენ 10 საინტერესო ონლაინ კურსი შეგირჩიეთ, რომელთა გავლის შემდეგ სერტიფიკატსაც მოიპოვებთ:
- ფინანსები სტარტაპერებისთვის – კურსი დამწყებთათვისაა და კორეელი ლექტორი უძღვება. ამ დროისათვის აღნიშნული პროგრამით 11,500-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
- წერისა და რედაქტირების კურსი – რომელსაც მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი კითხულობს. მსმენელთა რაოდენობა კი 50 ათასს აღწევს.
- ციფრული მარკეტინგის საფუძვლები – დამწყებთათვის. კურსს ოთხი მენტორი ჰყავს.
- სამსახურეობრივი წარმატება 3 ნაბიჯით – კურსს ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.
- პროექტების მენეჯმენტი – მარგარეტ მელონი, რომელიც აღნიშნული კურსის ავტორია, კიდევ 20 კურსს ხელმძღვანელობს და ამ დროისათვის მას ჯამში ზუსტად 768,243 სტუდენტი უფიქსირდება.
- სოციალური ფსიქოლოგია – სკოტი, კურსის ავტორი, მხოლოდ აღნიშნულ პროგრამაზე 400 ათასზე მეტ მსმენელს ითვლის.
- ინგლისური დეველოპერებისათვის – კურსს პენსილვანიის ორი პროფესორი უძღვება.
- თანამედროვე აზროვნება – განსხვავებულად და თანამედროვედ ფიქრი 160 ათას მსმენელს აინტერესებს, თურმე.
- ფინანსური მარკეტინგი – კურსის ავტორს, რობერტ შილერს, 7 საავტორო პროგრამა აქვს პლატრორმაზე და ჯამში მილიონზე მეტ მსმენელს ითვლის.
- პროფესიონალური უნარები ბიზნესისათვის – კურსის გავლა უკვე 26 ათასამდე ადამიანმა შეძლო.
Loading…