in

ჰარვარდის უფასო ონლაინ კურსი – დამაჯერებლად წერასა და საჯარო გამოსვლის ხელოვნებაში

დამაჯერებლად წერა და საზოგადოებაში სიტყვით გამოსვლის ხელოვნება – ასე ჰქვია ჰარვარდის უნივერსიტეტის ელექტრონულ კურსს, რომელზე დასწრებაც სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ.

ეს კურსი წარმოადგენს რიტორიკის თეორიასა და პრაქტიკას, დამაჯერებელი მწერლობისა და მეტყველების ხელოვნებას. მასში თქვენ შეისწავლით დამაჯერებელი არგუმენტების აგებასა და დაცვას, რაც აუცილებელი უნარია თითქმის ყველა გარემოში. კურსი ეყრდნობა მეოცე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელების რჩეულ მოსაზრებებს – მათ შორის მარტინ ლუთერ კინგ უმცროსს, ჯონ კენედის, მარგარეტ ჩეიზ სმიტს, რონალდ რეიგანს და ა.შ. ამ ანალიზის საშუალებით თქვენ შეისწავლით, თუ როგორ არწმუნებენ სპიკერები და მწერლები აუდიტორიას, მიიღონ მათი მოსაზრება.

რას შეისწავლით კონკრეტულად:

  • როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა რიტორიკული საშუალება წერასა და მეტყველებაში
  • როგორ განვასხვავოთ არგუმენტი და რიტორიკული ტექნიკა
  • როგორ დავწეროთ დამაჯერებელი მოსაზრება და მოკლე გამოსვლა
  • როგორ შევაფასოთ არგუმენტის სიძლიერე
  • როგორ გამოვყოთ ლოგიკური შეცდომები არგუმენტებში

კურსის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 8 კვირას მოიაზრებს, მინიმუმ კი – რამდენ ხანში გაივლით პროგრამას – მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. სამუშაო ენა ინგლისურია. კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღებას $169-ად შეძლებთ.

სარეგისტრაციოდ გადადით მითითებულ ბმულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „ჯითი ჰიბრიდი“ – ჰიბრიდული ავტომობილების სერვისი ქუთაისში

Facebook-ი Instagram-ის საბავშვო ვერსიაზე მუშაობს