in

10 000-დოლარიანი ხელფასი და უფასო საცხოვრებელი – Murphy-Goode Winery-ის ვაკანსია

Murphy-Goode Winery

ღვინის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Murphy-Goode Winery-მ კალიფორნიის შტატის ქალაქ სონომეს ჯგუფში ერთი წლით დასაქმებაზე ვაკანსია გამოაცხადა.

დასაქმებული სონომეში საცხოვრებელ ქირას არ გადაიხდის და ამ ხარჯს მთლიანად Murphy-Goode Winery აანაზღაურებს, ხოლო დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი 10 000 დოლარი იქნება.

შერჩეულ კანდიდატს Murphy-Goode Winery-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვაჟი დეივ რიდი-უმცროსი გაუწევს მენტორობას. დამსაქმებელი კომპანია ვალდებულებას იღებს, გააღრმავოს თავისი ახალი თანამშრომლის ცოდნა მევენახეობა-მეღვინეობისა და ელექტრონული კომერციის სფეროში.

ვაკანტურ ადგილზე განაცხადი აშშ-ში მუშაობის უფლების მქონე 21 წლის ან მეტი ასაკის პირმა უნდა წარმოადგინოს და თან უნდა დაურთოს ვიდეო-რეზიუმე, თუ რატომ მიიჩნევს კანდიდატი, რომ ეს მისი „ოცნების სამუშაოა“. განაცხადების წარდგენის ვადა 30 ივნისს იწურება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
Clubhouse-ის ანდროიდ ვერსია

Clubhouse-ის ანდროიდ ვერსიას კიდევ რამდენიმე თვე უნდა ველოდოთ

როგორ ვისწავლოთ ევროპაში

როგორ ვისწავლოთ ევროპაში IELTS-ის გამოცდის ჩაბარების გარეშე