in

Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია!

STRATFORD, ENGLAND - DECEMBER 15: Vials of the Pfizer/BioNTech Covid-19 vaccine are seen during a vaccination clinic at the Sir Ludwig Guttmann Health and Wellbeing Centre on December 15, 2020 in Stratford, England. After rolling out the vaccine to dozens of "hub" hospitals last week, the NHS is now enlisting several hundred primary care practices in its covid-19 vaccination campaign. (Photo by Leon Neal/Getty Images)

Covid-19-თან ბრძოლისათვის საქართველოში pfizer-ის ვაქცინა შემოვიდა. 15 მარტიდან დღემდე მედპერსონალი AstraZeneca-ს პრეპარატით იცრებოდა.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის ვაქცინას საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებიდან UNICEF-ის დახმარებით მიიღო.

საწყის ეტაპზე 30 ათასამდე დოზაა გათვალისწინებული, რომელიც მოგვიანებით კვლავ შეივსება.

Pfizer-ის ვაქცინა აუცილებლად -80 გრადუსზე უნდა იყოს შეინახული. სპეციალური პირობებით აღჭურვილი საწყობები დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განლაგებული. მაცივრიდან გამოღებისას პრეპარატის სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირება მშრალი ყინულის დახმარებით მოხდება. -80 გრადუსიანი მაცივრიდან გამოღების შემდეგ Pfizer-ი მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, შემდეგ ის ფუნქციას დაკარგავს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებული პირებიც ჩაერთვებიან.

მოქალაქეებს არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისინი თავად ამოირჩევენ AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის რომელიმეს.

ამავე თემაზე: COVID-ვაქცინა AstraZeneca თბილისშია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – გაიგე, გამოდგები თუ არა ქოფირაითერად?

2021 წლის ოთხი საუკეთესო ვებკამერა 1080 – დან 4K – მდე