კორონავირუსის განადგურების ერთ-ერთი საშუალება შესაძლოა აკუსტიკაში იმალებოდეს.
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს, რათა შეემოწმებინათ შეძლებდა თუ არა ულტრაბგერითი ვიბრაცია SARS-CoV-2 ვირუსის განადგურებასა თუ დაზიანებას.
ულტრაბგერები მაღალი სიხშირის ხმოვანი ტალღებია. მედიკოსები მას ხშირად იყენებენ, სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკასა თუ თერაპიაში.
ლითოტრიფსია არის ტექნიკა, რომლის დროსაც ექიმები ულტრაბგერით ტალღებს თირკმლის დიდი ქვების დასაშლელად იყენებენ.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს შეუძლია თუ არა ულტრაბგერებს იმავე ზემოქმედება ჰქონდეს SARS-CoV-2 ვირუსზე.
მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის მრავალი მოდელი შექმნეს და შემდეგ კომპიუტერული სიმულაცია გამოიყენეს ვირუსის გასანადგურებლად საჭირო ულტრაბგერითი სიხშირის აღმოსაჩენად.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 25-დან 100-მდე მეგაჰერცის ულტრაბგერითმა ტალღებმა ვირუსის გარსისა და წვეტების დაუყოვნებელი გარღვევა გამოიწვია.
მიუხედავად დამაიმედებელი შედეგისა, დამატებითი კვლევები არის საჭირო, სანამ ულტრაბგერით ტალღებს ექიმები პრევენციისა თუ თერაპიული მკურნალობისთვის გამოიყენებენ.
წყარო: bigthink.com
Loading…