in ,

კატები პატრონის ხმას ცნობენ, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ – კვლევა

კატები პატრონის ხმას ცნობენ

ტოკიოს უნივერსიტეტსა და აშშ-ის სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მორსანის სახელობის სამედიცინო კოლეჯში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, კატები საკუთარი პატრონის ხმას ცნობენ, თუმცა მას ყურადღებას არ აქცევენ.

მეცნიერებმა სახლის პირობებში ჯამში 20 კატის ქცევა შეისწავლეს. მათ რიგრიგობით მოასმენინეს სამი უცხო ადამიანისა და პატრონის ხმის ჩანაწერები, რომლებშიც შინაური ცხოველის სახელი ჟღერდა. პარალელურად სპეციალისტები თითოეული ცდისპირის რეაქციას აკვირდებოდნენ – ყურების, კუდის, თავისა და თათების მოძრაობას, ასევე, მათ კნავილსა და თვალის გუგებს. აღმოჩნდა, რომ კატებმა პატრონის ხმა იცნეს, მაგრამ არ გამოეხმაურნენ ისევე, როგორც უცხო ადამიანებს. 

კატების ამგვარი ქცევა მათი წინაპრის მოშინაურების ისტორიას უკავშირდება. გენეტიკური ანალიზის მიხედვით, პირველად ადამიანებთან კონტაქტი Felis silvestris-ის სახელით ცნობილი სახეობის წარმომადგენლებმა დაამყარეს. ეს დაახლოებით 9 ათასი წლის წინ მოხდა, როცა სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად მარცვლეულის დიდი მარაგი გაჩნდა, რომლის მახლობლადაც მათ მღრღნელებზე ნადირობა დაიწყეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კატები ჩვენთან საკვების ძიებისას მოვიდნენ და ძაღლებისგან განსხვავებით, ბრძანებებს არც არასდროს ემორჩილებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ტვინის ზოგიერთი უჯრედი

სიკვდილის შემდეგ, ტვინის ზოგიერთი უჯრედი უფრო აქტიური ხდება

გიორგი გაგლოშვილი

გიორგი გაგლოშვილი – „სხვა გზა არ არის“