in

სუეცის არხის ბლოკადამ, შესაძლოა, ტუალეტის ქაღალდისა და ყავის დეფიციტი გამოიწვიოს

სუეცის არხის ბლოკადის შედეგად, ტუალეტის ქაღალდი, ყავა, ავეჯი და სხვადასხვა მოხმარების საგანი, შესაძლოა, დეფიციტური აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხერხდება 400 მეტრი სიგრძისა და 59 მეტრი სიგანის კონტეინერმზიდის – Ever Given-ის კვლავ წყალში შეყვანა.

გლობალური ვაჭრობის 12% სწორედ სუეცის არხით ხორციელდება, შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სავაჭრო გზას წარმოადგენს. 

ხომალდი ნაპირთან, ფსკერზე დაჯდა ვიწრო, ხელოვნურ არხში, რის გამოც ორი მიმართულებით ასეულობით ტვირთგადამზიდი ხომალდი გაჩერდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ პროცესის ზარალი საათში 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

თუკი ეს შეფერხება გახანგრძლივდება, პროგნოზები ასეთია: კორონავირუსის დასაწყისი პერიოდის მსგავსად, მსოფლიო კვლავ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ასევე, შესაძლოა, ღირებულებამაც აიწიოს.

დაახლოებით ამ ტიპის პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ყავის შემთხვევაშიც. მაგალითად, სუეცის არხის ბლოკადამ უკვე შეაფერხა კომპანია „ნესკაფეს“ პროდუქტების იმპორტი.

ხომალდის კვლავ წყალში შეყვანის მიზნით, სუეცის არხის მმართველობამ რამდენიმე საბუქსირო გემი უკვე განალაგა, თუმცა კვლავაც გაურკვეველია, სანაოსნო გზა როდის გაიხსნება.

წყარო: www.businessinsider.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კვლევა – რამდენ ხანს რჩება კორონავირუსის კვალი

რა არის გულმავიწყობის მიზეზი? – მეცნიერები ტვინის შესახებ