in

„ელიტა“ მეოთხე სეზონით ბრუნდება

”ისევ მხარეების დაპირისპირება, ახლა უკვე ძველსა და ახალ სამყაროებს შორის“ — სერიალი „ელიტა“ მეოთხე სეზონით ბრუნდება.

პრემიერიდან 2 წლის შემდეგ, სერიალი „ელიტა“ ძალიან პოპულარული გახდა. Netflix-ის განცხადებით, სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 18 ივნისს შედგება. ისტორია, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლაში მკვლელობით დაიწყო, ახალ სეზონში თავდაყირა დადგება.

სერიალი „ელიტა"

ცნობილია, რომ სკოლას ახალი დირექტორი ეყოლება და მის როლს მსახიობი დიეგო მარტინი შეასრულებს. მისი პერსონაჟი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიზნესმენია ევროპაში, რომელსაც სკოლაში სიტუაციის დალაგება სურს. დიეგოს პერსონაჟთან ერთად სერიალში მისი შვილებიც გამოჩნდებიან, რომლებსაც კარლა დიასი, მარტინა კარიდი და მანუ რიოსი განასახიერებენ. სამი თავნება ახალგაზრდა სკოლაში ძველი მოსწავლეების მეგობრობასა და ერთობას საფრთხის წინაშე დააყენებს.

შეიძლება დაგაინტერესოს: სერიალ „მეამბოხე სულების“ ქართულად გახმოვანება დაიწყეს

სერიალის მეოთხე სეზონს ასევე შეუერთდება ანდრეს ვალენკოსო. ძველი გმირებიდან ვიხილავთ სამუელს, გუსმანს, ანდერს, ომარს, რებეკასა და კატალინას.

„ელიტა“ მეოთხე სეზონით ბრუნდება! მზად ხარ ახალი სეზონის სანახავად?  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

დედამიწაზე დიდი ოდენობით ვარსკვლავური მტვერი ცვივა

„ვიზეარი“ საქართველოში ფრენებს განაახლებს