მსოფლიო ჯერ კიდევ ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ქვეყნების უმრავლესობამ მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრეპარატები არასაკმარისი ოდენობითაა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს COVID-19 ვაქცინების პატენტის შექმნას.
„ეს არის ჯანმრთელობის გლობალური კრიზისი და COVID-19 პანდემიის საგანგებო გარემოებები საგანგებო ზომებს ითხოვს. ადმინისტრაციას მტკიცედ სწამს, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს, მაგრამ პანდემიის დასრულების ერთ-ერთი გზა პრინციპებზე უარის თქმაა.“
ნათქვამია განცხადებაში
პრიცესები საშუალებას მისცემს ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, აწარმოონ დაპატენტებული ვაქცინები. მათ უნდა ჰქონდეთ სპეციალური პირობები და მასალები ხელსაყრელი ვაქცინების წარმოებისათვის.
ინდოეთმა და სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) შესთავაზა, შეაჩეროს COVID-19-ის ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების გარკვეული უფლებები, რათა წარმოება გაიზარდოს და ვაქცინები უფრო ფართოდ გავრცელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ უზრუნველყო ასობით მილიონი სხვადასხვა ვაქცინის დოზა, სხვა ქვეყნებს უჭირთ, შეიძინონ და აწარმოონ საკმარისი რაოდენობით ვაქცინები თავიანთი მოსახლეობისთვის.
ბოლო ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სრულად აცრა მოსახლეობის 32 პროცენტზე მეტი. ინდოეთმა, რომელიც ამჟამად ახალ ტალღას ებრძვის, სრულად აცრა საზოგადოების მხოლოდ 2,2 პროცენტი.
წყარო: theverge
Loading…