in ,

საუკეთესო უფასო აპლიკაციები შფოთვასთან გასამკლავებლად

შფოთვა ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მის გამწვავებასა და გართულებას Covid19-ით გამოწვეული გლობალური მდგომარეობა კიდევ უფრო უწყობს ხელს.

ათობით აპლიკაცია არსებობს, რომლებიც შფოთვასთან გამკლავების სხვადასხვა საშუალებას იყენებს. მათ შორის სწორი არჩევანის გაკეთება კი, ხშირად, რთულია. ამიტომ გთავაზობთ აპლიკაციებს, რომელთა დახმარებითაც შფოთვის მართვა გაგიმარტივდებათ.

პანიკური შეტევებისთვის

Rootd

პანიკური შეტევები ძალიან რთული სამართავი შეიძლება იყოს. ამ დროს ფიქრების დამშვიდება შეუძლებელიც კი ხდება, როცა სხეული შეცდომით გაფიქრებინებთ, რომ თითქმის, კვდებით.

მშვენიერი იქნებოდა, წითელ ღილაკზე თითის დაჭერით საკუთარ თავზე კონტროლის მოპოვება რომ იყოს შესაძლებელი. სწორედ ეს არის იდეა აპლიკაცია Rootd-ის მიღმა. ის მკვეთრი წითელი ფერის ღილაკ „Rootr“-ს წარმოგიდგენთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გადაწყვიტოთ: შეტევის ნაზი დასრულება გსურთ, თუ გინდათ პირდაპირ შეეჯახოთ შეტევას, არასასიამოვნო შეგრძნებების შესწავლით.

ბოლოში არის მოცემული ფრაზები Yoda-ს სტილში, როგორიცაა: „მიესალმე შიშს შენში, შენ მას ელოდი და იცი, რომ შეგიძლია მისი მართვა“.

Dare: Anxiety & Panic Attack Relief

თუკი პოპულარული მედიტაციის აპლიკაციების მიდგომა მოგწონთ, მაგრამ თვითდახმარების ზოგად შთამაგონებელ თემებს ვერ იტანთ, (მაგ „უთხარი კი ცხოვრებას“) მაშინ Dare: Anxiety & Panic Attack Relief თქვენთვისაა.

Dare-ის მართული მედიტაციები პანიკურ შეტევებზე, გადამეტებულ სტიმულაციაზე, დისოციაციასა და ხაფანგში ყოფნის შეგრძნებაზეა ორიენტირებული.

აპლიკაციას აქვს როგორფ უფასო, ისე ფასიანი ვერისა, რომლის შეძენა 60 დოლარად შეგიძლია.

Calm Harm

Calm Harm მოკლე, მარტივ დავალებებს აერთიანებს ინსტრუქციებით, რომლებიც ადამიანების დასახმარებლად არის შემუშავებული. ის თვითდაზიანების ინსტინქტს ებრძვის, მაგრამ ინფორმაცია, რომელსაც აპლიკაცია შეიცავს ნებისმიერი სერიოზული ფსიქიკური ეპიზოდისთვის სასარგებლოა.

აპლიკაციის გახსნის შემდეგ Calm Harm-ი გამკლავების ტაქტიკის არჩევანს გთავაზობთ. ისეთები, როგორიცაა ყურადღების გადატანა, დამშვიდება, თვითგამოხატვა ან ემოციებისგან გათავისუფლება.

დამამშვიდებელი აქტივობებისთვის

Meditation Game

Meditation Game მათთვისაა, ვინც აუდიო მართვით მედიტაციისას გონების გაფანტულობას ებრძვის. ამის მიღწევაში კი დამამშვიდებელი ტექსტური მედიტაციური რეაქციები და ინტერაქციული ვიზუალი გეხმარებათ.

Let’s Create! Pottery HD Lite და Colorfy

ეს ორი აპლიკაცია სპეციალურად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებლად არ შექმნილა, თუმცა ასეთი დამამშვიდებელი თამაშები შეიძლება, მოდუნებისა და ყურადღების გადატანის შესანიშნავი საშუალება იყოს.

Let’s Create! Pottery-ში ფერად ვაზებს ქმნი, ხოლო Colorfy-ი სხვადასხვა სურათის გაფერადების შესაძლებლობას გაძლევთ.

საერთო შფოთვითი ფონის გასაუმჯობესებლად

MindDoc: Your Companion

ამ აპლიკაციას განწყობის კვლევა სხვა დონეზე აჰყავს. ის პერსონალურ სტატისტიკასა და რეკომენდაციებს იძლევა. ის ასევე ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებსაც შეიცავს.

Happify

Happify უფრო სტრუქტურირებული აპლიკაციაა, რომელიც შფოთვასთან გამკლავებისთვის გთავაზობთ აქტივობებს მოცემულ დროში.

ვინმესთან საუბარი თუ გჭირდებათ

7 Cups

7 Cups-ში ნახავთ ადამიანთა ერთობას, ფორუმებს და შეგეძლებათ, ისარგებლოთ უფასო მხარდაჭერით Chat Rooms-ში, რომლებსაც მომზადებული მოხალისეები მართავენ. 

Woebot

აპლიკაცია კოგნიტური ქცევითი თერაპიის ძირითად ტექნიკებს გაგატარებთ. დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რატომ ბრაზობთ და მის მართვაში ასისტენტობას გაგიწევთ.

Replika

Replika არის აპლიკაცია დიდi რაოდენობით უფასო კონტენტით. ის ხელმძღვანელთან საკუთარი სხეულის სიყვარულსა და გაურკვევლობის გადალახვის შესახებ საუბრებს აერთიანებს. აპლიკაცია კომუნიკაციის შთამბეჭდავი სტილით გამოირჩევა.

მარგინალიზებული საზოგადოების წევრი თუ ხართ

Shine

აპლიკაციის დამფუძნებელთა ფილოსოფია მართვად მედიტაციებს ემყარება, რომლებიც კონკრეტულ რელევანტურ თემებს შეეხება და დაწერილია მათ მიერ, ვისაც კარგად ესმის თქვენი მდგომარეობის.

Sanity & Self

Sanity & Self არის აპლიკაცია ქალებისთვის. ის აუდიოპროგრამებს შეიცავს, როგორებიცაა: “Self-Love For Single Girls“ და “Stressed Out To Boss Babe”.

Pride Counseling

თუკი LGBTQ+ საზოგადოების წევრი ხართ და თერაპევტის კონსულტაცია გჭირდებათ მაშინ Pride Counseling თქვენთვისაა.

წყარო: popsci.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ არის ყავა სასარგებლო – 9 მიზეზი

კენგურუს უძველესი ნახატი ავსტრალიაში

მეცნიერებმა 17 300 წლის წინ ამოტვიფრული კენგურუ აღმოაჩინეს – ხელოვნების უძველესი ნიმუში