ბოლო ათი წლის განმავლობაში ვიდეო რეკლამებმა თავისი პოპულარობის ზენიტს მიაღწია. დღესდღეობით, დიდი ბიზნესიდან დაწყებული მცირე სტარტაპით დამთავრებული – ყველა ცდილობს აუდიტორიის, პოტენციური მომხმარებლის ყურადღება გამორჩეული, საინტერესო და კრეატიული კონტენტით მიიზიდოს.
ამ სტატიაში კი ყველა დროის 19 საუკეთესო ვიდეო რეკლამას ნახავთ.
Iceland – Rang-tan
ამ ვიდეო რეკლამას ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში 65 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მისი დახმარებით ბრენდმა Iceland სუპერმარკეტების ერთ-ერთ რეიტინგში მეშვიდე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა.
Taco Bell – Web of Fries
ამ რეკლამის შედეგად Taco Bell-ის კარტოფილის ნაჩო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საკვებ სიახლედ იქცა. პირველი 5 კვირის განმავლობაში კომპანიამ კარტოფილის ნაჩოს 53 მილიონი ცალი გაყიდა.
Apple – Perspective
ეს ვიდეო რეკლამა Apple-ის ცნობილი დევიზით „იფიქრე სხვაგვარად“ არის შთაგონებული. მაყურებელი ვიდეოს არსს მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, როცა პერსპექტივაში სწორი კუთხე ხვდება.
Metro Trains – Dumb Ways to Die
Dumb Ways to Die-მ კანის ლომების ფესტივალზე ხუთი მთავარი პრიზი მიიღო. ვიდეოს 170 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. საგულისხმოა, რომ ამ ვიდეო რეკლამამ მეტროში ავარიების მაჩვენებელი 20%-ით შეამცირა.
Peugeot – The Sculptor
ავტომანქანების ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო რეკლამად წოდებული ვიდეო აჩვენებს თუ რაზე შეუძლია ადამიანს წავიდეს, რათა Peugeot-ის მანქანა იყიდოს.
Nike – Write the Future
Nike-ის ეს რეკლამა ერთ კვირაში 7.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რითაც ვიდეო რეკლამების ნახვის რეკორდი მოხსნა.
Skillfinity
ეს არის კომედიური ხასიათის ვიდეო რეკლამა, სადაც გამოცდილ ფიგურას -ჯონს ვხვდებით, რომელსაც პიანინოზე დაკვრა და წიგნების რამდენიმე ენაზე წერა შეუძლია – ეს ყოველივე კი Skillfinity.io-ს დამსახურებით.
Eugene Romanovsky – BuyMyVitara
ეს რეკლამა 1996 წლის Suzuki Vitara-ზეა, რომლის მფლობელიც სპეცეფექტების პროფესიონალი ევგენი რომანოვსკია. ამ რეკლამას 6 მილიონ ადამიანზე მეტმა უყურა.
New York Presbyterian – Unmasking a Killer
ეს ორწუთიანი ვიდეო რეკლამა გვიყვება T უჯრედების შესახებ, რომლებიც კიბოსგან გვიცავს.
Real Fires
ეს 80-იანების კლასიკური ვიდეოა კატისა და ძაღლის მონაწილეობით.
Google – Check This
Google-ის ეს ვიდეო რეკლამა აჩვენებს თუ როგორი გასართობი შეიძლება იყოს Google spreadsheet-ის გამოყენება.
Monoprix –The Worst Song in the World
ამ ხალისიანმა ვიდეომ, მსოფლიოს ყველაზე ცუდ სიმღერაზე, სულ რაღაც 2 კვირაში 16 მილიონი ნახვა მოაგროვა. 25 000-ზე მეტმა ადამიანმა კი მოუსმინა სიმღერას, რომელიც რეკლამაშია.
NO MORE – Listen
ეს გამორჩეული რეკლამა 2015 წლის 1 თებერვალს სუპერ თასზე აჩვენეს. The Washington Post-მა მას „თამაშის ყველაზე ძლიერი რეკლამა“ უწოდა. ვიდეო რეკლამას 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
Nokia – Gulp
სარეკლამო ვიდეო გადაღებულია 2011 წელს სამხრეთ უელსში Nokia N8-ით.
IKEA – Lamp
ამ აღიარებულმა სარეკლამო რგოლმა კანის ლომების საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ფილმის გრან პრი მიიღო.
Viven Health – Sepsis
ემის პრემიის პრიზიორ ვიდეოში „საკუთარი მეგობრის მიერ ნაღალატევი“, ერთდროულად, გულისამაჩუყებელი და შემზარავი ისტორია არის ნაჩვენები ბიჭსა და ძაღლს შორის.
Pandora – The Unique Connection
ემოციური ვიდეო, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებულ არაჩვეულებრივ მომენტს გვიჩვენებს. ვიდეოს პრემიერა 2015 წელს შედგა და 19.5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
Western Union – Send it App to Cash
ეს სარეკლამო რგოლი Western Union-ის აპლიკაციის მეშვეობით ფულის გაგზავნის მარტივ ხერხს გვაჩვენებს.
Airbnb – Cycling Experiences
Airbnb-ის ეს სარეკლამო ვიდეო არის მშვენიერი მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება ვიდეოს ხელახლა გამოყენება მოულოდნელად, რათა ბრენდი გააცოცხლო.
წყარო: wyzowl.com
Loading…