in , ,

1,2 მილიონ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ Pfizer-ის ვაქცინის 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ვაქცინაცია

COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მაჩვენებელმა, ისრაელში 1,2 მილიონ ადამიანზე ჩატარებულ კვლევაში, 94%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

ეს სწორად მიმოხილული, პირველ რეცენზირებული კვლევაა, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მასობრივი იმუნიზაციის ეფექტურობას ადასტურებს.

„ის ფაქტი, რომ რეალურ სამყაროში, ვაქცინებმა ასე კარგად იმუშავეს…ნამდვილად გულისხმობს, რომ თუკი მსოფლიოს ქვეყნები გამოიჩენენ ნებას, ახლა უკვე გვაქვს საშუალება, სამუდამოდ დავასრულოთ COVID-19.“

ბენ ნიუმანი ტეხასის A&M უნივერსიტეტის ვირუსოლოგი.

ექსპერიმენტი 2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. ეს ის პერიოდია, როცა ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი ვარიანტი ისრაელში მძვინვარებდა. ამან ვაქცინის ეფექტურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

დაახლოებით, 1.2 მილიონი ადამიანისგან შემდგარი, დიდი საკვლევი ჯგუფი დაიყო ვაქცინირებულებად და არავაქცინირებულებად.

Pfizer-ის ვაქცინის კვლევის თითოეულ მონაწილეს ადარებდნენ იმავე ასაკის, სქესის, გეოგრაფიული, სამედიცინო და სხვ. მახასიათებლების მქონე არავაქცინირებულ ადამიანს.

სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ ეფექტურობამ, პირველი დოზის შემდეგ, 14-20 დღის შუალედში 57% შეადგინა, თუმცა ის 94%-მდე მეორე დოზიდან, 7 დღის შემდეგ, გაიზარდა.

მართალია, კვლევის შედეგები იმედს იძლევა, მაგრამ მკვლევრები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დამატებითი მტკიცებულებები არის საჭირო, რადგან ამ კვლევის დროს მონაწილეები სისტემატურად და რეგულარულად არ იტესტებოდნენ.

წყარო: sciencealert.com

ამავე თემაზე:

როდის მოგვიწევს აცრა – ყველაფერი COVID-19-ის ვაქცინაზე

ფეხმძიმე ქალთა ვაქცინაცია Covid-19-ზე, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს – რა უნდა ვიცოდეთ

კოვიდვაქცინირებულ პირებს საქარველოში შემოსვლა უპირობოდ შეეძლებათ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
საფოსტო მარკა მარო მაყაშვილის გამოსახულებით

მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა

19 სარეკლამო რგოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ