in ,

5 საუკეთესო ფოტო-რედაქტორი, რომელიც თქვენს სურათს პროფესიონალურად აქცევს

უნდა წარმოგიდგენოთ 5 საუკეთესო ფოტო-რედაქტორი, რომლებიც თქვენს ფოტოებს განსაკუთრებულ და პროფესიონალურ ხიბლს შესძენს. 

აღნიშნული აპლიკაციები თქვენი სმარტფონის Store-ში, მომხმარებლების შეფასებების მიხედვით, მოწინავე ადგილებს იკავებს.

თანაც, უმეტესობა მათგანი უფასოა:

Adobe Lightroom

საუკეთესოთა შორის საუკეთესო Adobe Lightroom-ია, რომელიც ყველაზე პროფესიონალურ ინსტრუმენტებს გთავაზობთ. საჭიროა მხოლოდ დარეგისტრირდეთ უკვე არსებული Adobe-ს, Facebook-ის ან Google-ის ანგარიშებით. აპლიკაციაში იხილავთ როგორც მარტივ და ძირითად ინსტრუმენტებს, ასევე ფოტოს პროფესიონალურად დამუშავებსთვის განკუთვნილ სპეციალურ ფილტრებს. Lightroom Premium-ი კი ფასიანი ფორმატია, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილ და მრავალფეროვან საშუალებებს გთავაზობთ ფოტოების რედაქტირებისთვის.

Snapseed ფოტო-რედაქტორი

ამ აპლიკაციას თითქმის ყველა ის ინსტრუმენტი და ფილტრი გააჩნია, რომელიც მოყვარული ფოტო-რედაქტორებისთვისაა განკუთვნილი. მეტიც, Snapseed-ის საშუალებით, ფოტოებისათვის ფორმატის შეცვლაც კი შეგიძლიათ. Adobe Lightroom-ისგან განსხვავებით, აქ არ გჭირდებათ დარეგისტრირება იმისათვის, რომ ფუნქციათა სრული ჩამონათვალით ისარგებლოთ.

VSCO: Photo & Video Editor

VSCO – ფოტო და ვიდეო რედაქტორი აპლიკაციაა, რომელიც გთავაზობთ 10 უფასო წინასწარ დამუშავებულ ფილტრს, ე.წ preset-ებს. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვადახვა ინსტრუმენტი, ვინტაჟური ვიზუალი და ა.შ.

ფოტოების გარდა, VSCO-ში შესაძლებელია ვიდეოს დამუშავებაც. აპლიკაციის გამოსაყენებლად აუცილებელია დარეგისტრირდეთ; უფრო მეტი რედაქტირების საშუალებებისათვის კი, უნდა მიიღოთ „membership“ სტატუსი, რომელიც ყოველთთვიურ ან ყოველწლიურ გადასახადს მოითხოვს.

PicsArt Photo & Video Editor

PicsArt Photo & Video Editor-ი თითქოს VSCO-ს მოგვაგონებს. მას აქვს არაერთი წინასწარ დამუშავებული ფილტრი (preset) ულამაზესი სურათების მისაღებად. ფოტო-რედაქტორი ასევე იყენებს ხელოვნების ნიმუშებსა და ჩარჩოებს სპეციალური სახის ნიღბების შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციის დახმარებით შექმნათ ფოტო და ვიდეო კოლაჟები. PicsArt Gold-ი კი აპლიკაციის ფასიანი ვერსიაა, მეტი პროფესიონალური შესაძლებლობებით.

Google Photos

და ბოლო საუკეთესო ფოტო-რედაქტორი Google Photos გახლავთ. მას ყველა ინსტრუმენტი აქვს რედაქტირებისთვის – „exposure“, „contrast“, „whites“, „highlights“, „shadows“; ასევე ფილტრები ფოტოების გასაახლებლად. Google Photos გთავაზობთ ავტომატურ რეჟიმს, რომელიც კონკრეტულ სურათს ავტომატურად ამუშავებს. ის უფასოა და სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით არ ითხოვს არანაირ „წევრობას“, თუ 15GB-ის მოხმარებას არ გადააჭარბებთ.

მასალა მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

გაეცანით ჩვენს საინტერესო ფოტო-ამბებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ტომას ჯეფერსონი

ტომას ჯეფერსონი Apple Watch-მდე დიდი ხნით ადრე ითვლიდა ნაბიჯებს – თავისი მოწყობილობით

როგორ შეცვალა COVID19-მა მილიარდ-ნახევარი ბავშვის სასწავლო პროცესი? – კვლევის შედეგები