in

27 თებერვალს საქართველოში „ხაჭაპურის დღე“ აღინიშნება

აჭარული ხაჭაპური

დღეს საქართველოში ხაჭაპურის დღე აღინიშნება! 2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის – ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხაჭაპურს ყველა კუთხეში თავისი ვარიაცია აქვს, ყველაზე მეტი ვარიაცია რაჭაშია წარმოდგენილი, 8 – მდე სახეობის ხაჭაპური სამეგრელოში მზადდება, 6 რეცეპტი კი სვანეთშია შემონახული. 

როგორც საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ფეისბუქ-გვერდიდან ვიგებთ, საქართველოში 2018 წელს ჩატარდა ხაჭაპურის კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი სახეობის ხაჭაპური არსებობს. ამასთან, თითოეულ კუთხეს აქვს საკუთარი არაერთი სახეობის გულსართიანი, რომლის მომზადების წესიც უკავშირდება ადგილობრივების წეს-ჩვეულებებსა და სხვადასხვა რიტუალურ დღესასწაულებს.

სწორედ კვლევის დამსახურებით მიენიჭა ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ხაჭაპურის დღე
მეგრული ხაჭაპურის სახეობა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ, 27 თებერვალს ხაჭაპურის დღე გამოაცხადა. შარშან, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდა ხაჭაპურის კვლევის პრეზენტაცია და წარიმართა დისკუსია, კვლევის მნიშვნელობისა და ხაჭაპურის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საიმიჯო რესურსის საერთაშორისო პოტენციალის შესახებ.

წელს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაგეგმილი აქტივობები, სამწუხაროდ, გადაიდო. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება და კვლავ გვექნება შესაძლებლობა პირისპირ წარვმართოთ დისკუსია და განვახორციელოთ დაგეგმილი აქტივობები.

წერს საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

გაეცანით ჩვენს სხვა საინტერესო ამბებს Venue-ზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გვიბრუნდება თუ არა „რეტრო ტექნიკა“ – თანამედროვეობის ვინტაჟური სტილი

2021 წლის სრულად დაფინანსებული 2000 სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებისთვის