in

„ნინას სამზარეულო“ – საოჯახო სტარტაპი, სადაც ცოლი აცხობს, ქმარს კი პროდუქტი მომხმარებლამდე მიაქვს

21 წლის ნინა გორლოვამ გადაწყვიტა, საყვარელი საქმიანობა ბიზნესად გადაექცია და უგემრიელესი ხაჭაპური, ლობიანი და პიცა არამხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ უცნობი ადამიანებისთვისაც მოემზადებინა. ახალ საოჯახო სტარტაპს „ნინას სამზარეულო“ ეწოდება. სწორედ ამ დასახელებით შეგიძლიათ, მოძებნოთ ფეისბუქზე და სასურველი შეკვეთაც გააფორმოთ. 

ყველაზე საყვარელი ამბავი აქ ის არის, რომ სტარტაპს ჯერ მხოლოდ ნინა და მისი მეუღლე ამუშავებენ. ნინა აცხობს, ხოლო მეუღლე კურიერის ფუნქციას ითავსებს და პროდუქტი მომხმარებლამდე მიაქვს. 

„ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და სპონტანურად გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი საქმით დავკავებულიყავი. პანდემიის შემდეგ, ივნისის თვეში, სახლში მოვაწყვეთ საოჯახო ტიპის საცხობი. სახელი მეგობარმა შეურჩია და „ნინას სამზარეულო“ დაარქვა. ჩემი პატარა ბიზნესი საკუთარი ხარჯებით დავიწყე და ვაპირებ, რომ უახლოეს პერიოდში პროდუქციის ხარისხი გავაუმჯობესო, ხოლო გრძელვადიან პერიოდში საქმიანობა გავაფართოვო და მომხმარებელი სრულყოფილი სერვისით უზრუნველვყო“, – ამბობს ნინა Venue.-სთან ინტერვიუში.

როგორც ნინამ გვითხრა, მთავარი კონკურენტები არიან საცხობები, რომელთაც უკეთესი მომსახურება აქვთ, თუმცა ამბობს, რომ მისი პროდუქტი გამორჩეულია ხარისხითა და გამოცდილებით, რისი წყალობითაც ქმნის საუცხოო გემოს.

Venue.-ს გუნდი ნინას სტარტაპს წარმატებას უსურვებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მერი გიორგობიანი – „სხვა გზა არ არის“

სოფია შაფათავას ამბავი – ჩოგბურთი, როგორც ცხოვრების სტილი