in ,

როგორ იგეგმება NASA-ს Perseverance-ის მარსზე მარშრუტი – დედამიწიდან?

Amazon Web Services (AWS)-მა განმარტა Cloud-ის როლის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროცესების მართვასა და მონაცემების გამოგზავნას მარსიდან დედამიწაზე.

მისიის გუნდი ყოველდღიურად ასობით სურათს იღებს მარსიდან, რომელიც ასახავს Perseverance-ის ყოფნას სხვა პლანეტაზე. Cloud-ის დახმარებით კი, NASA Jet Propulsion Lab-ი ინახავს, ამუშავებს და ანაწილებს მონაცემთა დიდ მოცულობას.

AWS-ის თქმით: „მოწყობილობისთვის, რომელიც მარსზე დახეტიალობს, აუცილებელია ხილვადობა, რომ გუნდმა მიიღოს ზუსტი მონაცემები შემდგომი ინსტრუქციების გასაცემად დროის კონკრეტულ პერიოდში. მეტი ეფექტურობა Mars 2020-ის მისიას მისცემს საშუალებას სრულყოფილად შეასრულოს დასახული ამბიციური მიზნები – შეაგროვოს ინფორმაციები, მეტი დრო გაატაროს პოზიცაზე, წინა „მოხეტიალეებთან“(rovers) შედარებით.“

მარსის Perseverance-ი იკვლევს პლანეტის გეოლოგიას და ეძებს უძველესი ცხოვრების ნიშნებს. მისია 30 ივლისს გამოჩნდა და ქვებსა და მიწას შეაგროვებს, რათა მომავალში დედამიწაზე გამოაგზავნონ. გარდა ფიზიკური მასალებისა, Perseverance-ი მოხეტიალე სმარტფონია, სენსორებით, კამერებითა და მიკროფონებით, რომელიც მონაცემებს აგროვებს.

და მაინც, რაში სჭირდება NASA-ს მიკროფონები?

სენსორები შეინახავენ ისეთ ინფორმაციას, როგორებიცაა – ატმოსფერო, ქარის სიჩქარე, ამინდი. მიკროფონები კი შეაგროვებენ პლანეტის ხმებს, რომლებსაც ტექნოლოგიების დახმარებით საზოგადოებაც მოსიმენს. AWS-ის საშუალებით შესაძლებელია მარსის 3D-ში ხილვა Perseverance-დან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ AWS-ის როლი NASA-ს მისიის შესრულებაში, დაკავშირებულია ამაზონის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან – ჯეფ ბეზოსთან და მის კოსმოსურ კომპანიასთან – Blue Origin.

მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

იმპოსტერის სინდრომი, რომლისგან განკურნებაშიც Clubhouse-ი ეხმარება – აპლიკაციის ორი მხარე

2021 წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს