ფრანგი მეცნიერები, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მთვარეზე გასაშენებელი სოფლის, ასტრონავტების გამოკვების საკითხით დაინტერესდნენ.
მათ ამ პრობლემის გადაწყვეტას მთვარეზე, შესაძლო თევზის მეურნეობაში მიაკვლიეს.
პრაქტიკულად ეს პროცესი ასე გამოიყურება: თევზის ცოცხალი კვერცხის დედამიწიდან მთვარეზე გაგზავნა და შემდეგ იქ, მთვარის ზედაპირზე მისი მოშენება.
მონპელიეს უნივერსიტეტის კოსმოსური ცენტრისა და საფრანგეთის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ თევზის რამდენიმე სახეობის კვერცხების 76%-95% კოსმოსურ მგზავრობას უძლებს.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული „მთვარის თევზი“ მთვარის სოფელში ცხოვრებას გაცილებით უფრო სასიამოვნოს გახდის.
„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უმჯობესია, რომ დედამამიწის შესახებ მოგონება გქონდეს. შენ გაქვს ბაღი და შენ ასევე გაქვს თევზით სავსე ავზი“
მეცნიერი და წამყვანი მკვლევარი სირილ პრზიბილა
წყარო: futurism.com
Loading…