პოპულარული ანიმაციური სიტკომი The Simpsons განახლდა და მაყურებლებს 33-ე და 34-ე სეზონებს შესთავაზებს. ამით – 757 ეპიზოდით, სატელევიზიო შოუ რეკორდს მოხსნის.
The Simpsons -ის ბოლო სეზონის თითოეულ ეპიზოდს, ყველა პლატფორმაზე შვიდი მილიონი მაყურებელი ჰყავდა. რაც მხოლოდ სატელევიზიო ჩვენებასთან შედარებით 176%-იან ზრდას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 32-ე სეზონის პრემიერა, ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე ყურებადი იყო. ის ასევე Hulu-სა და Fox Now-ზეც ყველა დროის, ყველაზე ყურებადი პრემიერაა.
პოპულარული სიტკომის შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი მეთ გრონინგი მაყურებლებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.
წყარო: ladbible.com
Loading…