in

სეიშელის კუნძულები ტურისტების მიღებას 25 მარტიდან შეძლებს

სეიშელის კუნძულები ტურისტების მიღებას 25 მარტიდან შეძლებს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

კუნძულებზე ჩასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას ვაქცინა გაკეთებული. ერთადერთი გამონაკლისი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების იქნებიან.

კუნძულებზე ჩამსვლელებს ახლა მხოლოდ კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარმოდგენა მოეთხოვებათ, რომელიც 72 საათით ადრე უნდა ჰქონდეთ გაკეთებული. ჩასვლისას მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

მიუხედავად ამისა, ტურისტებს კვლავ მოუწევთ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მაგალითად პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

თამარ ფოლადაშვილი – „სხვა გზა არ არის“

ჭკვიანი სათვალე უსადენო აუდიო სპიკერებით უკვე იყიდება