ხშირად ქალები სტერეოტიპული აზროვნების ობიექტები ხდებიან, რაც მათზე გარკვეული იარლიყების მიკერებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი გავრცელებული სახე – ქალებისთვის იმპოსტერის სინდრომის, „არასრულფასოვნების კომპლექსის“ დაბრალებაა.
ამ სტატიაში, შევეცდებით, უკეთ ავხსნათ და გავაანალიზოთ ეს ფენომენი.
იმპოსტერის სინდრომის შესწავლის სათავეები
იმპოსტერის სინდრომი, ფართო სახით, განისაზღვრება, როგორც საკუთარი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება. ეს სინდრომი არაპროპორციულად ზემოქმედებს წარმატებულ ადამიანებზე. მათ თავიანთი მიღწევების მიღება და აღიარება უჭირთ.
1978 წელს წარმატებული ქალების კვლევისას, ფსიქოლოგებმა პაულინ როუზ კლანსმა და სიუზან იმესმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომელსაც ეწოდა „იმპოსტერის ფენომენი“.
„მიუხედავად გამორჩეული აკადემიური და პროფესიონალური მიღწევებისა, ქალები, რომლებიც იმპოსტერის ფენომენს განიცდიან, დარწმუნებულები არიან, რომ ისინი არ არიან გამორჩეულები და მათ სხვები უბრალოდ გააცურეს.“
პაულინ როუზ კლანსისა და სიუზან იმესის კვლევის პოსტულატი
იმპოსტერის სინდრომის კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში სისტემატური რასიზმი, ქსენოფობია და სხვა მიკერძოებები არ არსებობდა. იმპოსტერის სინდრომი ინდივიდს სდებს ბრალს, ისტორიული და კულტურული კონტექსტის მხედველობაში მიღების გარეშე.
საგულისხმოა, რომ ისეთი ცნობილი ადამიანებიც კი, როგორიც ჰოლივუდის მსახიობი შარლიზ ტერონი და აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარაკ ობამაა, აღიარებენ, რომ განუცდიათ ეს სინდრომი.
არათავდაჯერებულობამ „იმპოსტერად“ არ უნდა გვაქციოს
ქალისა და კაცის მდგომარეობა რომ შევადაროთ, იმპოსტერის სინდრომთან გამკლავების გამოცდილების კუთხით, დავინახავთ რომ ეს გაცილებით მარტივი მისაღწევია მამაკაცებისთვის. რაც იმით აიხსნება, რომ მათ წარმატებას, იშვიათად, თუ აყენებს ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ, განსხვავებით ქალებისაგან.
მაშინაც კი, როცა ქალები თავიანთ ძალას, ამბიციასა და გამძლეობას წარმოაჩენენ, მიკროაგრესიასთან ყოველდღიური ბრძოლა მაინც არ წყდება. განსაკუთრებით, მოლოდინები და ვარაუდები, რომლებიც სტერეოტიპებითა და რასიზმით არის ფორმირებული, ხშირად, ამ პროცესს კიდევ უფრო რთულს ხდის.
სამუშაო სივრცეები ჯერ კიდევ არ არის სწორად ორიენტირებული პრობლემების ინდივიდუალური გადაწყვეტის გზების გამოძებნაზე. იმ პრობლემებზე, რომლებიც არაპროპორციულად არის გამოწვეული დისკრიმინაციის სისტემებისა და ძალაუფლების არაპროპორციულად გამოყენებით.
მიკერძოება და გარიყულობა ეჭვებს ამწვავებს
როდესაც მარგინალიზებული გამოცდილების მქონე თანამშრომლები ცდილობენ, რომ ის სტანდარტები დაიცვან, რომლებსაც მათ მსგავსად არავინ იცავს, წნეხი ხშირად აუტანელი ხდება.
ინსტიტუციონალური მიკერძოებულობა, როგორც წესი, უმცირესობაში მყოფი ადამიანების შესაძლებლობებს ზღუდავს.
იმპოსტერის სინდრომის დაძლევის გასაღები არა ინდივიდების გამოსწორებაშია, არამედ ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ხელმძღვანელობის სხვადასხვა მოდელი, რასობრივი, ეთნიკური და გენდერული მრავალფეროვნება იქნება წახალისებული.
თავდაჯერებულობა კომპეტენციას არ უდრის
ამ ორ კონცეფციას შორის ხშირად არასწორ კავშირს ვხვდებით. ჩვენ მამაკაცების თავდაჯერებულობას შეცდომით აღვიქვამთ, როგორც კომპეტენციასა და ხელმძღვანელობის ნიჭს.
„საქმე ის არის, რომ თითქმის ყველგან, მსოფლიოში მამაკაცები ფიქრობენ, რომ ისინი ქალებზე გაცილებით ჭკვიანები არიან.”
ტომას ჩამორო პრემუზიკი, ორგანიზაციული ფსიქოლოგი
მიკერძოების გამოსწორება და არა ქალების
იმპოსტერის სინდრომი განსაკუთრებით მიკერძოებულ, ტოქსიკურ კულტურებში არის გავრცელებული, სადაც ინდივიდუალიზმი და ზედმეტი მუშაობა ფასდება.
„გამოასწორე ქალის იმპოსტერის სინდრომი“ ჯერ კიდევ შემორჩენილი ნარატივია.
რეალურად, კი საჭიროა ქალებისთვის ისეთი კულტურის შექმნა, რომელიც სისტემატურ მიკერძოებულობას მოშლის.
იმედია, ამის შემდეგ შეწყდება ქალებისთვის იმპოსტერის სინდრომის შესახებ არასწორი დიაგნოზის დასმა.
ავტორები: რუჩიკა ტულშიანი და ჯოდი-ენ ბიურეი
წყარო: hbr.org
Loading…