in , ,

მეცნიერებმა ადამიანის ევოლუციის მოულოდნელი თავისებურება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ახალი თავისებურება აღმოაჩნეს, რომელიც ადამიანებს სხვა პრიმატებისგან განასხვავებს.

კვლევის თანახმად, ადამიანების სხეული 30-50%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს, ვიდრე ჩვენი უახლოესი ცხოველი ნათესავები.

კვლევის წამყვანი ავტორი ჰერმან პონცერი მიიჩნევს, რომ ეს თავისებურება, დიდი ალბათობით, უძველეს მონადირე-შემგროვებლებში ჩამოყალიბდა, როგორც ევოლუციური ადაპტაცია.  

კვლევისთვის მეცნიერებმა წყლის მოხმარებისა და დანაკარგის ეს ციკლი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ 309 ადამიანში შეისწავლეს. კვლევაში ჩართული იყვნენ ფერმერები, მონადირე-შემგროვებლები და ოფისის თანამშრომლები, რომელთა მონაცემებსაც 72 მაიმუნის მონაცემს ადარებდნენ.

მკვლევრებმა, დაკვირვების შედეგად, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის სხეულზე დღიურად, საშუალოდ, 3 ლიტრი წყალი მოდის. ეს კი დაახლოებით, 12 ჭიქაა. შიმპანზესა და გორილაზე კი ეს მონაცემი ორჯერ მეტია.

ეს აღმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ადამიანები უფრო მეტ ოფლს გამოყოფენ, ვიდრე სხვა პრიმატები.

„ადამიანებს 10-ჯერ მეტი ოფლის ჯირკვალი აქვთ, ვიდრე შიმპანზეებს“.

ჰერმან პონცერი, კვლევის წამყვანი ავტორი

ამ მოვლენას მეცნიერები ევოლუციის მექანიზმით ხსნიან. ჩვენს სხეულებს ჯანმრთელად ყოფნისთვის მოუწია, ნაკლები წყლის მოხმარებას შეგუებოდა.

შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ასევე ჩვენი ცხვირის ფორმაც იყოს. ნამარხები ცხადყოფენ, რომ ადამიანებს უფრო გამოკვეთილი, წამოწეული ცხვირი 1.6 მილიონი წლის წინ, ჰომოერექტუსის გაჩენასთან ერთად, ჩამოუყალიბდათ. შიმპანზესა და გორილას კი, როგორც ცნობილია, უფრო ბრტყელი ცხვირი აქვთ.

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მობილური აპლიკაციები, რომლებიც ფეხით სეირნობას უფრო საინტერესოს გახდის

სურათის რა პარამეტრებია რეკომენდებული სოციალური მედიის პროფილებისთვის

სურათის რა პარამეტრებია რეკომენდებული სოციალური მედიის პროფილებისთვის