in

პაციენტები სიკვდილამდე გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ – ახალი კვლევა

პაციენტები სიკვდილამდე გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ

ჰოსპისის ექიმის, კრისტოფერ კერის კვლევის თანახმად, პაციენტები სიკვდილამდე გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ.

კოვიდპანდემიის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ელემენტი ავადმყოფი ახლობლების პირადად მოვლის შეუძლებლობაა. ნათესავების თქმით, საყვარელი ადამიანის სიკვდილი გამანადგურებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარდაცვალებამდე პაციენტის მონახულება და მანუგეშებელი სიტყვის თქმა ბოლო დღეებსა თუ საათებში არ შეიძლება. ზოგიერთს გამომშვიდობება სმარტფონის ეკრანებზე ან კლინიკის ფანჯრიდან მოუწია.

რთულია, შეეგუო უზარმაზარ მწუხარებასა და დანაშაულის გრძნობას, რომ საყვარელი ადამიანი მარტო კვდება. ექიმის, კრისტოფერ კერის, ნამუშევარი, „სიკვდილი სიზმარია: სიცოცხლის ბოლოს იმედი და მნიშვნელობა” – შეიძლება ნუგეშისმომცემი იყოს. კერიმ ფენომენი აღმოაჩინა – პაციენტებს სიკვდილამდე ხილვები აქვთ, თითქოს, გარდაცვლილი ახლობლები მათთან სანუგეშოდ მიდიან.

ექიმმა კერიმ გადაწყვიტა, თავისი ერთ-ერთი პაციენტისთვის თვალ-ყური ედევნებინა. 2005 წელს მომაკვდავ ქალს ხილვა ჰქონდა – ის მკლავებს ამოძრავებდა, თითქოს, ბავშვს ეხვეოდა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. ე

ექიმმა მსგავსი მოვლენების ჩანიშვნა დაიწყო და 10 წლის განმავლობაში მან და მისმა სამეცნიერო ჯგუფმა 1,400 პაციენტის ჩანაწერი გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტების 80% -ზე მეტს ცხოვრების ბოლო პერიოდის გამოცდილება ჰქონდა, რაც თითქოს უცნაურ სიზმრებს გულისხმობდა. ეს იყო ნათელი, შინაარსიანი და გარდამქმნელი. ისინი ძირითადად, ხედავდნენ გარდაცვლილ დედებს, მამებსა და ნათესავებს, ასევე მკვდარი შინაური ცხოველები პატრონებთან ბრუნდებოდნენ.

კრისტოფერ კერის კვლევის თანახმად, სიკვდილამდე სიზმრები და ხილვები სიცარიელეს ავსებენ. მომაკვდავი ადამიანებისთვის მშვიდობა მოაქვთ და მწუხარების დაძლევაში ეხმარებიან.

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
42 000 წლის წინ დედამიწის მაგნიტურმა ველმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა

42 000 წლის წინ დედამიწის მაგნიტურმა ველმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოში 13 მარტიდან შემოვა