in ,

თბილისის მერია DJ-ებსა და საკლუბო სექტორში მომუშავეებს 2 მლნ ლარით დაეხმარება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძის განცხადებით, მერია საკლუბო სექტორს დააფინანსებს. ხელოვნებისა და ბიზნესის აღნიშნული მიმართულება პანდემიის მდგომარეობამ განსაკუთრებით დააზარალა. მერი აღნიშნავს, რომ ამ სფერომ გაუთქვა სახელი თბილისს მსოფლიოს მასშტაბით.

სწორედ ამიტომ, თბილისის მერია 2 მილიონ ლარს გამოყოფს მათ დასახმარებლად, რომლითაც 500-მდე ხელოვანი („დიჯეი“) და ამ სფეროში დასაქმებული პირები ისარგებლებენ.

„პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება – ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა.

ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა პანდემიის პირობებში. მათ მოუწიათ დახურვა, ერთი წელია არ ფუნქციონირებენ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან ბევრი დასაქმებულია, მათ უკან ოჯახები დგას. შესაბამისად, მათ დახმარება სჭირდებათ და თანადგომა. ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს, ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაუთქვა, უამრავი ტურისტი მოიზიდა.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მლნ ლარი იქნება. ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი. საუბარია „დიჯეიზე“ და ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე. 50-ზე მეტი ორგანიზაციაა.

ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს.

ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, კომუნალურების მხარდაჭერა, ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის სამუშაოების გაწევა“.

აცხადებს კახა კალაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს კოვიდ-ვაქცინაციას სთავაზობს

საქართველოში ახალი მილიონერია! – ლატარიის კომპანიამ ჯეკპოტი გაათამაშა