მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა რობოტი ძაღლი შექმნა, რომელიც სამედიცინო მუშაკებს პაციენტების დისტანციურად მკურნალობაში ეხმარებოდა.
სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის, ბრიგემისა და ქალთა ჰოსპიტლის მკვლევრები Boston Dynamics-თან გაერთიანდნენ, რობოტი ძაღლის რობოტ ექიმად გადასაკეთებლად.
“ვიფიქრეთ, რომ სამედიცინო მუშაკის პაციენტთან პირდაპირი კონტაქტის რისკის თავიდან ასაცილებლად, რობოტის გამოყენება შეგვეძლო.”
ჰენვეი ჰუანგი, მკვლევარი
რობოტზე მიმაგრებული ეკრანის მეშვეობით, ექიმს შესაძლებლობა აქვს, რომ ვირტუალური კონტაქტი იქონიოს პაციენტთან.
რობოტზე არსებული ოთხი კამერა კი პაციენტის ტემპერატურის, სუნთქვითი სიხშირის, სისხლში ჟანგბადის გაჯერებისა და სხვა მაჩვენებლების გაზომვის საშუალებას იძლევა.
“ჩვენ ახალი ტექნოლოგია არ შეგვიქმნია, მხოლოდ უკვე არსებულის ინტეგრაცია მოვახდინეთ.”
ჰენვეი ჰუანგი, მკვლევარი
საგულისხმოა, რომ კვლევების თანახმად, პაციენტები მკურნალობის პროცესში რობოტის ჩართვით კმაყოფილი არიან.
წყარო: freethink.com
Loading…