ACS Applied Nano Materials– ში გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ ქსოვილისა და სინთეზური ნიღბების გამძლეობა შეისწავლა, რაც სუნთქვის შედეგად წარმოქმნილი ტენიანობის იმიტაციას გულისხმობდა. მეცნიერებმა ბამბის ცხრა სხვადასხვა ტიპის ნიღაბი გამოსცადეს. სინთეზურ ქსოვილებთან შედარებით, მათი ეფექტურობის დონე 12-დან 45 პროცენტით უკეთესი იყო.
კვლევის თანახმად, ბამბის ნიღაბი ვირუსს 33 პროცენტით უფრო ეფექტურად იცავს, ვიდრე სხვა ქსოვილები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რადგან ბამბა ჰიდროფილურია – ქსოვილი ტენიან გარემოში უკეთესად მოქმედებს. სინთეზური ქსოვილები კი ტენიანობას არ აღიქვამენ და ვირუსის ნაწილაკების დაბლოკვისას ნაკლებად ეფექტურია.
კვლევა სუნთქვის პირობებზე იყო ფოკუსირებული, თუ რამდენად შექმნიდა ტენიანობას. მართალია, მეცნიერები აღიარებენ, რომ ნიღაბი არ უნდა დასველდეს. მაგრამ NIST- ის მკვლევარი კრისტოფერ ზანგმაისტერი შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ დღევანდელ რეალობაში დაავადების გადაცემის შესანელებლად ერთ-ერთ საუკეთესო და მარტივ გზად კვლავ სახის ნიღბის ტარება რჩება.
„ბამბის ქსოვილები შესანიშნავი არჩევანია. ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ბამბის ქსოვილები ნიღბებში საუკეთესოდ მოქმედებს და ვირუსისგან გვიცავს“
აღნიშნა ზანგმაისტერმა
Loading…