in ,

პანდემიამ ძროხების ჩახუტების სერვისი პოპულარული გახადა

ძროხების ჩახუტების სერვისი პანდემიამ, როგორც ჩანს, განსაკუთრებულად პოპულარული გახადა.

არიზონაში მდებარე Aimee’s Farm Animal Sanctuary ძროხასთან ჩახუტების ერთსაათიან მომსახურებაში ადამიანებისგან 75 დოლარს იღებს. ცხოველების თავშესაფრის მფლობელი ეიმი ტაკახა, სერვისთან დაკავშირებით, დღიურად, დაახლოებით, 20 ზარს იღებს. ივლისამდე კი ადგილები მთლიანად დაკავებულია.

როგორც ჩანს, კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ბევრ ადამიანში ჩახუტების მძაფრი სურვილი აღძრა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტებას ჯანმრთელობისთვის რიგი უპირატესობები აქვს: სტრესის შემცირება და გულის დაცვა.

ჩახუტების ნაკლებობას, როგორც ჩანს, ადამიანური სიახლოვის ძლიერი მოთხოვნილების გაჩენა შუძლია, რასაც პანდემიაც ხელს უწყობს.

წყარო: forbes.com

მსგავს თემაზე:

ფერმერის სახალისო წამოწყება – თხების Zoom-შოუებით გამომუშავებული 50 ათასი ფუნტი სტერლინგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Avon-ის ახალი საქველმოქმედო კამპანია, რომელიც 1 მილიონი ქალის ისტორიას შეინახავს

Gmail-ი Android-ის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს