in

რატომ ვაჭიანურებთ ყველაზე მარტივი დავალების შესრულებას?!

მარტივი დავალების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად, სწრაფი ელ.წერილის გაგზავნა კოლეგისთვის, სატელეფონო ზარი უფროსთან, დოკუმენტაცია, მცირე შესწორება ცხრილში ან ინვოისი, ხშირად ვაჭიანურებთ.

წვრილმანი საქმეების შესრულების ნაცვლად, მათ უფრო და უფრო ვდებთ და საბოოლოდ გვაღიზიანებს კიდეც. მსგავსი ამოცანები გონებაში არანორმალურად დიდ ადგილს იკავებს. თუმცა მათთან გასამკლავებლად  მარტივი ხერხებიც არსებობს.

შეფილდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ფ.სიროსი, თავის კვლევაში ამტკიცებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ქრონიკულად აჭიანურებენ საქმის შესრულებას, სტრესის მაღალი დონე და მოუწესრიგებელი ძილი აქვთ. ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, გაჭიანურება ასევე დეპრესიასა და შფოთვას უკავშირდება. კოლეგისთვის მოკლე ელ.წერილის დაწერაც შეიძლება არ გვსურდეს, როდესაც პასუხის მიღების გვეშინია. ეს რეალურად განწყობის მენეჯმენტს უკავშირდება.

„ასეთი ადამიანები ზარმაცები სულაც არ არიან, სინამდვილეში ისინი თვითკრიტიკულები არიან და თავიანთი გაჭიანურების გამო ბევრსაც ღელავენ. ეს შეშფოთება გონებაში იბადება და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას ამცირებს“

ამბობს სიროსი.

როგორ მოვამზადოთ საკუთარი თავი ამოცანის შესასრულებლად, რომელიც გვაშინებს?

ოტავას კარლეტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ტიმოთე პიჩილის განცხადებით, მოტივაცია ხშირად მოქმედებას მოჰყვება. ასე რომ, თუ დაფიქრდებით, რატომ არ გინდათ საქმის შესრულება და რა გაშინებთ, შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მაგალითად, ამოცანას  შეიძლება შეხედოთ, როგორც შესაძლებლობას და ახალი უნარიც ისწავლოთ.

„მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი ძალიან არ დავსტრესოთ. შეფერხება ცხოვრების ნაწილია“

აღნიშნავს პიჩილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Facebook-ის ინოვაციური გამოგონება – 360-გრადუსიანი კამერა

რამ განაპირობა გენიოსების წარმატება? – უახლესი სამეცნიერო დასკვნა