in ,

#ქვიზი – გაიგე, ხარ თუ არა თანამედროვე მასწავლებელი

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროფესიაა. დროსთან ერთად იცვლებოდა მასწავლებლობის სტანდარტიც. ერთი კი ყველა ეპოქაში ნათლად ჩანს – თუ გინდა, რომ მოსწავლის გული მოიგო, გახსნილი, მეგობრული და სამართლიანი უნდა იყო.

და მაინც, მოდი, შევამოწმოთ. რამდენად თანამედროვე მასწავლებელი ხარ?!

  • კითხვა -

    მოსწავლე ისეთ კითხვას სვამს, რომელზე პასუხიც არ გაქვს. იმ მომენტში, შენ:

    • საუბარი სხვა თემაზე გადაგაქვს
    • ეუბნები, რომ მოიძიებ ინფორმაციას და პასუხს ისე გასცემ
    • ცდილობ, გაიხსენო აღნიშნულ თემაზე რაიმე და ლოგიკურად პასუხობ
  • კითხვა -

    იყენებ თუ არა გაკვეთილზე საპრეზენტაციოდ ტექნოლოგიურ რესურსებს?

    • ყოველთვის
    • იშვიათად
    • არასდროს
  • კითხვა -

    აძლევ თუ არა მოსწავლეს უფლებას, გაკვეთილზე გამოიყენოს სმარტფონი:

    • თუ სჭირდება, რატომაც არა
    • რა საჭიროა?!
    • ხანდახან
  • კითხვა -

    მოსწავლე გაკვეთილზე ალტერნატიულ თემას თუ წამოჭრის:

    • აჰყვები საუბარში
    • აფრთხილებ და გაკვეთილის ბოლოს უბრუნდები მის საუბარს
    • ისედაც ცოტა დრო გაქვს და უბრალოდ აგრძელებ დაგეგმილი საკითხის ახსნას
  • კითხვა -

    იყენებ თუ არა ელ.ფოსტას – დავალებების ჩასაბარებლად?

    • ყოველთვის
    • იშვიათად
    • არასდროს
  • კითხვა -

    გაქვს თუ არა მოსწავლეებთან პირადი ჩატის ჯგუფი?

    • ამ რესურსს ყოველდღიურად ვიყენებთ
    • მხოლოდ სატელეფონო საუბრით შემოვიფარგლები
    • სათითაოდ ვწერ პირადად
  • კითხვა -

    მოსწავლე გეუბნება, რომ დავალება სახლში დარჩა, შენ:

    • ეუბნები, რომ მომდევნო გაკვეთილზე მოგიტანოს ორივე დავალება
    • ადგილზევე ასრულებინებ იმ დავალებას, რომელიც დარჩა
    • ეკითხები – “თავი რატომ არ დარჩა სახლში?”
  • კითხვა -

    შეკითხვაზე მოსწავლე შეცდომით გპასუხობს:

    • ჩათვლი, რომ გაკვეთილი არ იცის და სხვა ბავშვის გამოკითხვაზე გადადიხარ
    • უხსნი, რატომ იყო მისი პასუხი არასწორი
    • მსჯელობით მიგყავს სწორ პასუხამდე
  • კითხვა -

    რას აფასებ ყველაზე მეტად მოსწავლეში?

    • კეთილსინდისიერებას
    • პასუხისმგებლობას
    • ინდივიდუალიზმს
  • კითხვა -

    გაკვეთილის ჩატარებამდე ამზადებ თუ არა საგაკვეთილო თემას?

    • საკითხი ისედაც კარგად ვიცი
    • ყოველთვის ვკითხულობ ახსნამდე
    • ხანდახან, თუ მიმაჩნია, რომ ეს მჭირდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასაფრენად რვა ადამიანს ეძებს

„ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა