in ,

როგორ შეძლო პანდემიამ სამსახურში ტრანსპორტირების დემოკრატიზაცია?

მათთვის, ვინც სამსახურებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობს, სამუშაო ადგილზე მისვლა კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი კოვიდ პანდემიის პირობებში.

რა სახის პასუხისმგებლობები აქვთ დამსაქმებლებს სამუშაო ძალის სამსახურში გადაადგილების თვალსაზრისით?

COVID-მა დასაქმებულების სამსახურში გადაადგილების თვითდაფინანსების საჭიროება გააქრო, რამაც სამუშაოზე წვდომის დემოკრატიზაცია გამოიწვია.

ეს ისტორიული ძვრა განხილვის უფრო ფართო თემას აძლევს ბიძგს: ვინ არის პასუხისმგებელი სამსახურში ტრანსპორტირება ხელმისაწვდომი გახადოს, თუკი ხელმისაწვდომობა ღირსების, უსაფრთხოების, ფინანსებისა და დროის თვალსაზრისით განისაზღვრება?

სამსახურებრივი მგზავრობა, როგორც დასაქმების ერთ-ერთი დაბრკოლება

სამსახურებრივი მგზავრობის სიმარტივე თუ სირთულე პირდაპირ აისახება დასაქმებულის საქმიანობაზე, ჯანმრთელობასა და მის კომპანიასთან თანამშრომლობის ხანგრძლივობაზე.

დასაქმებულის სამსახურში სატრანსპორტო გადაადგილება მუშაობის უთქმელი ნაწილია ნებისმიერი ფინანსური, სოციალური თუ ეკოლოგიური გაცნობიერების გარეშე. ბევრის სატრანსპორტო ხარჯი აუნაზღაურებელი რჩება. ეს უბრალოდ ინვესტიციაა იმისთვის, რომ სამსახური არ დაკარგო.

ეკოლოგიური თვალსაზრისით კი ეს უპასუხოდ დარჩენილი დაბინძურების საკითხია. ჩვენ, როგორც საზოგადოებას შეგვიძლია არ უკვდავვყოთ ეს დაზიანებული რეალობა.

როდესაც დასაქმებულთა მგზავრობის დაფინანსება კომპანიის ფინანსური ინტერესია

ზოგ ინდუსტრიაში შედარებით მარტივი არის იმ ხარჯების რაოდენობრივი განსაზღვრა, რომლებიც დასაქმებულის ზეგანაკვეთური მუშაობის შეუძლებლობას უკავშირდება. მაგალითისთვის, იურიდიული ფირმის თანამშრომლები ანაზღაურებად საათებს აკონტროლებენ.

ღამის ტაქსის ანაზღაურების გარეშე დამსაქმებლების ბონუსები და კომპენსაციები პროპორციულად უფრო დაბალი იქნებოდა, ისევე როგორც კომპანიის შემოსავალი.

მათემატიკა მარტივია: 30 დოლარად ღირებულ მგზავრობასა და სადილს 50 დოლარად კომპანიისთვის უდიდესი ინვესტიციების რენტაბელურობის გაზრდა შეუძლია.

იგივე მათემატიკა გაცილებით უფრო რთულდება, მაგალითისთვის, დამლაგებლისთვის, რომელიც 22:00 საათზე მიდის სამსახურში, რათა მომდევნო დილისთვის დაალაგოს ოფისი. ნუთუ, ამ ადამიანს არ აქვს უფლება, რომ არ ჩააგდოს საკუთარი თავი საფრთხეში მხოლოდ იმისთვის, რომ სამსახური შეინარჩუნოს ან ფირმას ფინანსური სარგებელი შეუნარჩუნოს?!

წინ ყურება

COVID-19-მა ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა იმ რისკების შესახებ, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი იღებს საკუთარ თავზე დახურულ სივრცეში შესვლით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, ცხოვრების გასაგრძელებლად ნიღბებს ვიყენებთ, მსოფლიო მივიდა კონსენსუსამდე, რომ COVID-19 საკმაოდ დიდი რისკი აღმოჩნდა ოფისში მისასვლელად მგზავრობაზე უარის თქმის გასამართლებლად.

შესაბამისად, ადამიანებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს სამსახურში მგზავრობის დემოკრატიზაციისკენ და საჭიროა, ეს გეზი შეუცვლელი დარჩეს.

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საუკეთესო პლატფორმები ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად

ერთჯერადი ნიღბები დიდ ეკოლოგიურ საშიშროებას ქმნის – კვლევის შედეგები