ინსტაგრამმა განაცხადა, რომ იგი გვთავაზობს ახალ ფუნქციებს, რომლებიც მოზარდების დაცვას მიზნად ისახავს. თინეიჯერებს აღარ ექნებათ საშუალება, გაუგზავნონ შეტყობინებები 18 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებიც არ მიჰყვებიან მათ.
„ამ განახლებებზე ჩვენ მუდმივად ვფიქრობდით. ჩვენი სპეციალისტთა გუნდი განაგრძობს მუშაობას ახალი მიგნებების საპოვნელად, რომელთა მეშვეობითაც Instagram-ი კიდევ უფრო დაცული აპლიკაცია გახდება თინეიჯერი ადამიანებისათვის. ჩვენი უკანასკნელი ცვლილებით მოზრდილებსა და თინეიჯერებს შორის შეუსაბამო ურთიერთობებს აღმოვფხვრით”, –
ნათქვამია Instagram-ბლოგის პოსტში.
წყარო: cnet.com
Loading…