in

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების დაფინანსება შემოსავლის გაჩენასა და მათ დასაქმებას ემსახურება

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იუწყება, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყეს.

პროგრამა მიზნად ისახავს, ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭიროს.

სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს:

შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტის გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქ. N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს ნომერზე: 0322140242

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ინსტაგრამი თინეიჯერების დასაცავად ახალ შეზღუდვებს ამატებს

საავტომობილო რბოლა FIA RALLY STAR-ის გამარჯვებული სალომე მჭედლიშვილი გახდა – ინტერვიუ