in

სტარტაპერის გათამაშება იწყება

თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალდაწყებული ბიზნესებისთვის გათამაშებას იწყებს. პირობა ძალიან მარტივია – სტარტაპერები, რომლებიც საკუთარი ბიზნესისთვის 17 ივლისამდე გააკეთებენ მინიმუმ 50-ლარიან ათ ტრანზაქციას თიბისის ტერმინალებზე ან ნებისმიერ ონლაინმაღაზიაში ვაჭრობისას სტარტაპ ბარათით, ავტომატურად ჩაერთვებიან გათამაშებაში.

აქცია გაგრძელდება 6 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით. თამაშდება შემდეგი პრიზები:

  1. თიმბილდინგის ვაუჩერი

2. საგანმანათლებლო ვაუჩერი

3. სკუტერი

4. მაკბუკი

5. Ipad

6. ყავის აპარატი

თუ უკვე გაქვთ სტარტაპ ბარათი, აუცილებლად ჩაერთეთ გათამაშებაში, ხოლო თუ ჯერ არ სარგებლობ სტარტაპ ბარათით, შეგიძლია გამოიწერო სტარტაპ ნაკრები შემდეგ ბმულზე – https://link.tbc.ge/Startup-lottery.

გათამაშებაში მოსახვედრად მხოლოდ 10 ტრანზაქციის განხორციელება დაგჭირდება. გისურვებთ წარმატებებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Globalize EU – კონფერენცია პარიზში, სადაც საქართველო ევროპას შეხვდება

ქართველი მოსწავლეები NASA-ში მიემგზავრებიან