in ,

ფეისბუქმა Giphy 400 მილიონ დოლარად შეიძინა

Giphy ინსტაგრამის გუნდის წევრი გახდება

ფეისბუქმა Giphy 400 მილიონ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. Giphy ინსტაგრამის გუნდის წევრი გახდება. 

როგორც ინსტაგრამის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, Giphy-ის მასალებზე წვდომა ისევ ექნებათ მესამე პირებს, სხვა კომპანიების წარმომადგენლებს, რომელთა შორის არიან ფეისბუქის პირდაპირი კონკურენტები – „ტვიტერი“ და „პინტერესტი“.

რაც შეეხება უშუალოდ Giphy-ს, მისი პირდაპირი კონკურენტია Imgur-ი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

უცხო ენების შესწავლა ტვინის დაბერებას აფერხებს

Miami Ad School Tbilisi იხსნება