in ,

ფეისბუქი სამთავრობო მედიასაშუალებებს ამხელს

ფეისბუქი სამთავრობო მედიასაშუალებებს ამხელს. ეს შესაძლებელი ხდება ახალი ფუნქციით. მინიშნების პოვნა ორ შემთხვევაში შეგეძლებათ.

მედიასაშუალებების ფეისბუქ გვერდზე გადასვლისას, ასევე, მათი პოსტების, ან რეკლამის დანახვისას. მაგალითად, მსგავსი ნიშანი უკვე ჩანს რამდენიმე რუსული, თუ ჩინური მედიასაშუალების შემთხვევაში. ასეთებია Russia Today და Xinhua.

ახალი ფუნქციის გამოყენებას აშშ-ის მოსახლეობა უკვე მიმდინარე კვირიდან შეძლებს, ზაფხულის განმავლობაში კი ფუნქცია, გლობალურად ამოქმედდება.

ფეისბუქი და სამთავრობო მედიასაშუალებები

​ფეისბუქი სამთავრობო მედიასაშუალებებს ამხელს და ახალი ფუნქციით პასუხისმგებლიან ნაბიჯს დგამს და მომხმარებელს ეხმარება, გაიგოს თუ რა ტიპის მედიასაშუალებისგან იღებს ინფორმაციას. ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარეკლამებული მასალების შემთხვევაში, რადგან ფეისბუქი ახალი ფუნქციით შეეცდება თავიდან აიცილოს პროპაგანდისტული სიახლეების გავრცელება. 

მედიასაშუალებების შეფასებისთვის Facebook-ს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს, მათ შორისაა ნიუსრუმის თანამშრომლებისა და მენეჯმენტის შესახებ ინფორმაცია; მკითხველთა/მაყურებელთა, ან სანდო ორგანიზაციების მხრიდან მედიასაშუალების შეფასება; იმ წყაროების მრავალფეროვნება, რომელსაც კონკრეტული მედია ეყრდნობა და სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ძალიან ცუდი კომპანიის ამბავი

როგორ შეიქმნა ძალიან ცუდი კომპანია

ნაიკისა და ადიდასის რეკლამა

ნაიკის ანტირასისტული რეკლამა „ადიდასმა“ გააზიარა