ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ი, რომელიც მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვაზე ყოველთვის ზრუნავს, Messenger-ს ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარ მიმოწერას განსაკუთრებულად გააკონტროლებს. ასე რომ, სმარტფონი თამამად შეგიძლიათ ათხოვოთ ახლობელ ადამიანს. App Lock-ის მეშვეობით ისინი თქვენს მიმოწერას ვერ ნახავენ.
„რაც Messenger-ში ხდება, Messenger-ში რჩება. დღეს ჩვენ ახალი ფუნქცია გვაქვს, როგორიცაა შენი აპის ბლოკირება“ – იუწყება Facebook-ის აპლიკაცია Messenger-ი.
როგორ მუშაობს App Lock-ი?
ახალი დაცვის საშუალება ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენს სმარტფონებს აქვს. ანუ, Messenger-ი მარტფონების მსგავსად გვთავაზობს თითის ანაბეჭით ან სახის ამომცნობით აპლიკაციის დაბლოკვას. მიმოწერა დაბლოკილი იქნება იქამდე, ვიდრე მესაკუთრე მის განბლოკვას არ გადაწყვეტს.
გასააქტიურებლად საჭიროა:
- მენიუში შესვლა (პროფილის ფოტოზე თითის დაჭერით)
- Privacy-ში შესვლა
- შესვლა App lock-ში
- Request Face ID-ის (ან Touch ID) ფუნქციის გააქტიურება
- შეარჩიეთ ფუნქცია რა დროის შემდეგ გააქტიურდეს (მაგალითად, Messenger-იდან გასვლისთანავე, გასვლიდან 1 წუთში, 15 წუთში ან ერთი საათის შემდეგ)
მზად არის. 🙂
ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის. ის მალე Android-ზეც გამოვა.
მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა
Loading…