in , , , ,

ყველაფერი, რაც ინსტაგრამის ვიზუალური დაგეგმვის შესახებ უნდა იცოდე

თუ აპირებთ ინსტაგრამზე მნახველების რაოდენობა მიმდევრების რაოდენობად აქციოთ, დროის წინასწარ გათვლა ინსტაგრამის დაგეგმისთვის ღირებული ინვესტიციაა.

ინსტაგრამზე მიმდევრების რაოდენობით მოწინავე გვერდების ესთეტიკამ ამ ბრენდების უნიკალური სტილი გამოავლინა და ეს შემთხვევითი საერთოდ არ არის.

ფოტოების რედაქტირების ახალი ტენდენციებითა და სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებით შეგიძლიათ თქვენი ინსტაგრამის ვიზუალურად დაგეგმისთვის ბევრი სხვადასხვა საშუალება გამოიყენოთ.

სწორედ ამიტომ გიზიარებთ ჩვენთვის საყვარელ და ნაცნობ ხრიკებსა და რჩევებს, რათა ისეთი ინსტაგრამი შექმნათ, რომელიც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს:

თქვენს პროფილზე შემოსული სტუმარი პირველ რიგში თქვენს ინსტაგრამ გვერდს ხედავს. თუ გსურთ მათზე შთაბეჭდილების მოხდენა, ამისთვის საჭიროა იფიქროთ არამხოლოდ ინდივიდუალურ პოსტებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ფოტოების ერთობლიობა. 

თქვენი ინსტაგრამის წინასწარ დაგეგმისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით შეგიძლიათ შექმნათ ისეთი სივრცე, რომელიც იქნება თანმიმდევრული და ექნება ისეთი შინაარსი, რომელიც ვიზიტორებს მიმდევრებად აქცევს.

აქ ჩამოთვლილია, თუ როგორ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი ინსტაგრამი ვიზუალურად და შექმნათ თანმიმდევრული, ესთეტიურად საინტერესო გვერდი:

  1. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ესთეტიკა/ვიზუალი ინტაგრამისთვის;
  2. იპოვნეთ საჭირო მასალა თქვენი გვერდისთვის;
  3. გამოიყენეთ ფილტრები, რათა თქვენი ინსტაგრამი ერთგვაროვანი გახდეს;
  4. დაგეგმეთ თქვენი ინსტაგრამის პოსტები წინასწარ.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ესთეტიკა ინსტაგრამისთვის

იმისათვის, რომ თქვენი ინსტაგრამის ზოგადი ესთეტიკა აირჩიოთ, შთაგონების მოსაპოვებლად შეგიძლიათ ესტუმროთ სხვა გვერდებს.

როგორ გამოიყურება თქვენი საყვარელი ინსტაგრამის სხვადასხვა გვერდი? ნათელია და ჰაეროვანი, თუ მუქი და სევდიანი? მიჰყვება თუ არა კონკრეტულ კანონზომიერებას?

ამ ყველაფრის მოსაფიქრებლად გატარებული დრო დაგეხმარებათ შექმნათ ისეთი ანგარიში, რომლის ზოგადი ესთეტიურება თქვენს ბრენდს სწორად წარმოადგენს.

თუ ინსტაგრამი ბიზნესის მარკეტირებისთვის გჭირდებათ, შეიძლება თქვენი შთაგონების წყარო თქვენი ბიზნესის მასალა იყოს.

ავიღოთ მაგალითად “რიტუალი”. თუ ამ ბრენდს იცნობთ, ისიც გეცოდინებათ, რომ მათი ფერები მუქი ლურჯი და ღია ყვითელია. შესაბამისად, მათი ინსტაგრამ გვერდიც ასეთივე კანონზომიერებას მიჰყვება.

თქვენი ბრენდის ფერები და ტექსტურები დაგეხმაარებათ უნიკალური და მიმზიდველი ესთეტიკის ჩამოყალიბებაში ინსტაგრამზე.

არსებობს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ განსაზღვროთ, თუ როგორი ინსტაგრამის შექმნა გსურთ. ამისთვის საჭიროა შექმნათ “განწყობის დაფა”.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პროგრამები, ან ონლაინ პლატფორმა “განწყობის დაფის” შესაქმნელად. ასეთია მაგალითად “პინტრესტი”. განწყობის დაფის შექმნა მართლაც შესანიშნავი შემოქმედებითი გზაა იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ, თუ როგორი ინსტაგრამის შექმნა გსურთ.

“განწყობის დაფის” შექმნისას დარწმუნდით, რომ იყენებთ სხვადასხვა ფერებს, ტექსტურებს, ციტატების ნაზავსა და კონკრეტულ თანმიმდევრობას, რათა უკეთ შეძლოთ ინსტაგრამის წინასწარ დაგეგმვა.

ეს არის შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ, თუ როგორი მიმართულებით განავითაროთ თქვენი ინსტაგრამის ვიზუალი.

ამ ყველაფრის გადაწყვეტის შემდეგ, თქვენ ადვილად შეძლებთ ინსტაგრამის ვიზუალურად დაგეგმვას.

არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა იქნება თქვენი შთაგონების წყარო იმისთვის, რომ დაიწყოთ თქვენი მიმდევრებისთვის საინტერესო მასალისა უნიკალური დიზაინის შექმნა.

იპოვნეთ რა შინაარსის მასალის გამოყენება გსურთ ინსტაგრამის ესთეტიურად დაგეგმისთვის

სანამ გადაწყვეტთ რა შინაარსის მასალა გსურთ გამოაქვეყნოთ, კარგი იქნება, თუ ამისთვის წინასწარ მოიძიებთ წყაროებს. მაგალითად, გარკვეულ სირთულეებს წააწყდებით, თუ თქვენი ისნტაგრამის სტილი გსურთ მუქ ფერებში იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ ცხოვრობთ მზიან ან ტროპიკულ ადგილას.

თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ სხვადასხვა გზით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც არ არის თქვენი გადაღებული/ორიგინალი. თუ თქვენ ონლაინ ბიზნესი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმდევრების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც თქვენს ახალ ესთეტიკას შეესაბამება.

არსებობს ონლაინ პლათფორმა “Later’s UGC tools”, სადაც შეძლებთ ე.წ. “ჰეშთეგების” სისტემის მეშვეობით მოიძიოთ თვენი მომხმარბელების მიერ გაზიარებული ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც შემდეგ თქვენს ინსტაგრამზე განათავსებთ.

გაოიყენეთ მსგავსი ტიპის ფილტრები იმისთვის, რომ თქვენმა ინსტაგრამმა შეინარჩუნოს თანმიმდევრობა

ერთ-ერთი მარტივი გზა ინსტაგრამის თანმიმდევრულობის შესანარჩუნებლად არის ფოტო და ვიდეო რედაქტირება. ერთი და იმავე “ფილტრების”, “ფილტრების ნაკრებისა” და “რედაქტირების წესების” (“rules”) გამოყენება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თანმიმდევრული სტილი.

ძალიან ბევრი აპლიკაცია არსებობს ფოტო და ვიდეო რედაქტირებისთვის და ასეთებია: VSCO აპლიკაცია და Adobe Lightroom.

VSCO აპლიკაციის გამოყენების წესები:

ამ აპლიკაციას აქვს ბევრი უფასო ფილტრი, რომლის გამოყენებაც ძალიან მარტივია. 

თუ ერთსა და იმავე ფილტრს აირჩევთ ფოტოების რედაქტირებისთვის, შეგიძლიათ შექმნათ პერსონალური და უნიკალური სტილი ინსტაგრამისთვის.

ამ აპლიკაციაში ადვილად შეგიძლიათ შეარჩიოთ ფილტრები, მოუმატოთ ან დააკლოთ ტონალობა, კონტრასტი, ტემპერატურა და ა.შ.

Lightroom – ის გამოყენების წესები:

თუ გსურთ თქვენს ფოტო და ვიდეო მასალას მეტად პროფესიონალური სტილი ჰქონდეს შერჩეული, ეს აპლიკაცია იდეალური იქნება თქვენთვის. ამ აპლიკაციას აქვს წინასწარ შერჩეული პროფესიონალური ფილტრებიც.

Adobe Lightroom-ის გამოყენების სწავლას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, ამიტომ დამწყებისთვის ადვილია წინასწარ შერჩეული ფერებისა და ფილტრების გამოყენება.

არსებობს ვებსაიტი, სადაც შეძლებთ გაგებას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Lightroom-ის წინასწარ შერჩეული ფერები და დიზაინი თქვენი ფოტოების რედაქტირებისთვის.

ინსტაგრამზე ვიდეო რედაქტირების წესები:

ინსტაგრამზე ხშირად შეხვდებით ვიდეო მასალას: სთორი, ლაივი, IGTV. ინსტაგრამზე ვიდეოების შექმნასა და გამოყენებას ლიმიტები არ აქვს, სწორედ ამიტომ არის ძალიან პოპულარული ვიდეომასალა. სხვადასხვა აპლიკაციის დახმარებით ვიდეოს რედაქტირებაც ძალიან ადვილია. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ: VSCO filters, iMovie, Adobe Premier და ა.შ. 

ინსტაგრამის გვერდის დაგეგმვა

გამოხატული და უნიკალური ინსტაგრამის სტილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად მეტის გაკეთებაა საჭირო ზოგადი ესთეტიურობის შესაქმნელად. იმაზე დაფიქრება, თუ როგორ გამოიყურება ინდივიდუალური ფოტოები ერთმანეთის გვერდიგვერდ მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თითოეული პოსტი ცალ-ცალკე. აუცილებელია შექმნათ დაბალანსებული გვერდი.  

გადადეთ დრო იმისთვის, რომ დაგეგმოთ თქვნი ინსტაგრამის გვერდი

იმის წინასწარ დაგეგმვა, თუ რას გააზიარებთ ინსტაგრამზე, ნამდვილად დაგეხმარებათ იმაში, რომ საბოლოოდ კარგი ვიზუალი შექმნათ ონლაინ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ცალკეული ფოტოების რედაქტირებაზე ფიქრის ნაცვლად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ფოტოები ერთმანეთის გვერდიგვერდ და თუ როგორ განალაგებთ მათ.

საუკუეთესო გზა ინსტაგრამის დაგეგმვისთვის იქნება ის, რომ გამოიყენოთ დამხმარე ვებსაიტი “Later”. 

ეს ვებსაიტი გეხმარებათ ინსტაგრამ გვერდის წინასწარ დაგეგმვაში. აქ შეძლებთ ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ფოტოების ერთობლიობა. 

შეგიძლიათ წინასწარ მოსინჯოთ ფოტოების განლაგება, რათა ნახოთ თუ როგორი თანმიმდევრობა უფრო ესთეტიურად გამოიყურება.

რაც მთავარია, “Later” საშუალებას გაძლევთ ეს ყველაფერი ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით გააკეთოთ.

მაშ შემდეგ, რაც ამ ვებსაიტზე ფოტოებს განათავსებთ, შეძლებთ რამდენჯერმე შეუცვალოთ მათ ადგილმდებარეობა და განსაზღვროთ მათთვის საუკეთესო წყობა. 

პოსტების წინასწარი დაგეგმვა არამხოლოდ ინსტაგრამის ზოგად ესთეტიურობას უწყობს ხელს, არამედ გეხმარებათ რეგულარულად და თანმიმდევრულად გააზიაროთ თქვენთვის სასურველი მასალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მიმდევრები გსურთ შეიძინოთ.

დამატებით, ეს ვებსაიტი საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ ფოტო, არამედ ვიდეო მასალაც წინასწარ შეარჩიოთ.

როგორ დავგეგმოთ პოსტები “Later”-ის დახმარებით:

ამ აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ წინასწარ დაგეგმოთ არამხოლოდ ფოტოები, არამედ ვიდეოებიც, რომლებიც შემდეგ ინსტაგრამზე გამოქვეყნდება ავტომატურად. ატვირთეთ ვიდეო, მიუთითეთ მას თარიღი და ამ აპლიკაციის დახმარებით თქვენი ვიდეო მასალა ავტომატურად გამოქვეყნდება ინსტაგრამის გვერძე.

ამ აპლიკაციის გამოყენება და ვიდეო მასალის წინასწარი დაგეგმვა ფასიანია სერვისია და 9$ ღირს.

თქვენი ინსტაგრამ გვერდის ვიზიტორები მალე თქვენი მიმდევრებიც გახდებიან როცა ეცოდინებათ, რომ თქვენ ინსტაგრამზე რეგულარულად განახლებად ფოტო და ვიდეო მასალას იხილავენ.

ახლა როდესაც უკვე იცით, თუ როგორ უნდა დაგეგმოთ წინასწარ თქვენი ინსტაგრამის გვერდი, შეგიძლიათ დაიწყოთ მის დიზაინზე ფიქრი და ყველას აჩვენოთ თქვენი გალამაზებული ინსტაგრამ გვერდი.


მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ჯანსაღი ცხოვრების რეცეპტი ლაშა ილურიძისგან – Venue.რჩევები

#ლიდერიქალები სალომე ადამია – არ დავნებდეთ საკუთარ შიშებთან ბრძოლაში