in ,

როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად – ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. პროგრამაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

რა უნდა ვიცოდეთ პროგრამის შესახებ

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმების მსურველი

  • 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
    – გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
    – ფიზიკური ჯანმრთელობა;
    – მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
    – ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
    – გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, სულ მცირე ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე – http://workabroad.moh.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს – 1505.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

2020 წელს Uber-მა 6.8$ მილიარდი დაკარგა

როგორ დაადგენს NASA უცხოპლანეტელების კვალს – მეცნიერების ახალი მეთოდი